პარასკევი, მარტი 14, 2025
12.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალინონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ კალიფორნიის სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ კალიფორნიის სასამართლოში სარჩელი შეიტანა

კომპანია Netflix-ს, მინი-სერიალ “ლაზიერის გამბიტის” (The Queen’s Gambit) ერთ-ერთ ეპიზოდში დაფიქსირებული არასწორი ინფორმაციის გამო, ქალებს შორის ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი უჩივის:

ბრალდება, რომ ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცთან, არის სიცრუე, ასევე უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი 1968 წლისთვის, ანუ იმ დროისთვის, როცა ეპიზოდში ხდება მოქმედება, მას, სულ მცირე, 59 მოჭადრაკე კაცთან ჰქონდა მატჩი ჩატარებული, მათ შორის ჭადრაკის სულ მცირე ათ დიდოსტატთან…

ასევე Netflix-მა გაფრინდაშვილს უწოდა რუსი, მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, რომ ის ქართველია და რომ საქართველო რუსეთის ზეწოლის და შეტევების მსხვერპლია“, – წერია საჩივარში

ნონა გაფრინდაშვილს მიაჩნია, რომ დეზინფორმაცია გაჟღერდა სერიალის კონკრეტულ ეპიზოდში, კერძოდ, მატჩის მსვლელობისას, რომელსაც გაფრინდაშვილის პერსონაჟიც ესწრება, ფილმის გმირის, მოჭადრაკე ბეტ ჰარმონის შესახებ კომენტატორო შემდეგ ფრაზას ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ, მის შესახებ – მისი სქესია. თუმცა ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში. აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასდროს უთამაშია კაცის წინააღმდეგ“.

კომპენსაციის სახით მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი 5 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს. მოჭადრაკის ინტერესებს, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, ქართული იურიდიული ფირმა “BLB” დაიცავს.

საჩივარში აღნიშნულია, რომ სიცრუეა, თითქოს მას არასდროს უთამაშია მამაკაცის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, ფილმის აღნიშნული ეპიზოდის პერიოდისთვის, ანუ 1968 წლისთვის, ნონა გაფრინდაშვილს ჭადრაკი უკვე ჰქონდა ნათამაშევი არანაკლებ 59 მამაკაც მოჭადრაკესთან, რომელთაგან 10 უკვე იყო ჭადრაკის დიდოსტატი. გაფრინდაშვილისთვის ასევე მიუღებელია ის ფაქტი, რომ სერიალში მის პერსონაჟს რუს მოჭადრაკედ მოიხსენიებენ.

სარჩელი 2021 წლის 16 სექტემბერს წარედგინა კალიფორნიაში სასამართლოს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იგივე ლოგიკით, ვიღაცას შეუძლია, რომ დაგვაბრალოს აქციის მონაწილეების ცემა და ეს ისეთივე ნონსენსი იქნება,...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი, ანდრო ჭიჭინაძე სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს...

“რუსული რევანშიდან 13 წლის თავზე, რუსქოცებმა სიმბოლური 9 წელი მიუსაჯეს სააკაშვილს 9 მილიონი ლარის(!)...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორია დააკავებული

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლის მიმართ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“ყველაზე დიდი უსამართლობა ამ ნათელი ბიჭების პატიმრობაა‼️” – ელისო კილაძე

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში,...