spot_img
მთავარიარჩევნებითბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში...

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 8-კომპონენტიანი ნარკოტესტი გაიარა

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საკუთარი ინიციატივით, ნარკოტესტი გაიარა.

სუფთა ვარ ყველანაირად. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის და ასევე, მოვუწოდებ ყველა კანდიდატს, ანალოგიურად, ჩაიტაროს ტესტირება და საზოგადოებას წარუდგინოს შედეგები. მინდა მივმართო სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ მათ აქვთ უფლება, ეს შედეგები გაასაჯაროონ და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის მოთხოვნით, მას სტანდარტული, 5-კომპონენტიანი ნარკოტესტის ნაცვლად, 8-კომპონენტიანი კვლევა ჩაუტარდა.

სახელმწიფო სამსახურში მისაღებ კანდიდატებს ევალება არანაკლებ 5 ნარკოტიკულ საშუალებაზე ტესტირების ჩატარება. ესენია: მორფინის ჯგუფი, მარიხუანა, ამფეტამინი, მეთადონი და ბუპრენორფინი. ამ ხუთ ჯგუფს კახა კალაძის ინიციატივით დაემატა სამი ჯგუფი: კოკაინი, მეტამფეტამინი და ე.წ. ექსტაზი ანუ MDMA. რვავე ნივთიერებაზე ამ კანდიდატის შემოწმებისას მიღებულია უარყოფითი შედეგი ანუ სუფთა აღმოჩნდა“, – განაცხადა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა გური მენაბდიშვილმა.

მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ კახა კალაძემ 2 დღის წინ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის.

ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...