spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიაწითელთავა ყვინთია - Common pochard (Aythya ferina)

წითელთავა ყვინთია – Common pochard (Aythya ferina)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა საქართველოს ფაუნის შესახებ. გაიცანით კრწანისის ტყეპარკის მობინადრე ფრინველი წითელთავა ყვინთია – Common pochard (Aythya ferina).

სხეულის სიგრძე – 42-49სმ, ფრთების შლილი – 67-75 სმ შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. მამლისთვის დამახასიათებელია ნაცრისფერი ტანი, წაბლისფერი თავი და კისერი, წითელი თვალი, შავი მკერდი, კუდი და კუდის მფარავები. დედალი მონაცრისფრო შეფერილობისაა, ყავისფერი მკერდითა და მოყვითალო- მოყავისფრო თავით. ორივე სქესის ფრინველს შავი ნისკარტის შუა ნაწილი მონაცრისფრო აქვს.

ბუდეს იკეთებს მტკნარი ტბის ნაპირებზე ან ჭაობში, სადაც უხვადაა მცენარეული საფარი. მაისში დებს 5-12 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 22- 27 დღე გრძელდება. ბარტყებს გამოჩეკიდან 40-45 დღის შემდეგ შეუძლიათ ფრენა.

მისი ჰაბიტატია ტბები, მდორე მდინარეები და ზღვის სანაპირო ზოლი.

IUCN-ის სტატუსი: VU

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

🦌 ქურციკი (Cazella subgutturosa)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი საინტერესო მასალა საქართველოს...

🐦 კირკიტა (Falco tinnunculus) ბინადრობს მთელ საქართველოში ტყისპირებში, ველებსა და ნახევარუდაბნოებში

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა საქართველოს ფაუნის...

🐟 სვია (Huso huso) ზუთხისებრთა ოჯახის უნიკალური წარმომადგენელია

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი საინტერესო მასალა საქართველოს...

🦅 ბექობის არწივი (Aquila heliaca) – ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ამავე დროს მოწყვლადი ფრინველი

დაცული ტერიტორიების სააგენტო საინტერესო მასალას ავრცელებს საქართველოს ფაუნის უნიკალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ალბათ როგორი ამაყია ახლა პაატა ციხეში, როცა მისი შვილი ამხელა წარმატებას აღწევს” – გიორგი...

"სტრატეგია ამაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი პაატა მანჯგალაძის შვილების...

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“სინამდვილეში უ@რაკო დიქტატურა აქვს ბ–ნ ბიძინს” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველი გუნდის მიერ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ახალი საკონსტიტუციო სარჩელის...