spot_img

ევრაზიული თახვი (Castor Fiber)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა, გაიცანით ევრაზიული თახვი (Castor Fiber):

❓🐭 იცოდით, რომ თახვი კაპიბარას შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორე მღრღნელია? ეს საოცარი ცხოველი საშუალოდ 20 კგ-ს იწონის (სიგრძე 80-100 სმ), თუმცა ეკოსისტემაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს!

XVI საუკუნისთვის გადაჭარბებულმა ნადირობამ (ხორცისა და ძვირფასი ბეწვის გამო) და ჭარბტენიანი ტერიტორიების აქტიურმა ათვისებამ ევრაზიული თახვი გაქრობის პირას მიიყვანა – მთელს კონტინენტზე მხოლოდ 300-400 ინდივიდიღა იყო დარჩენილი. 1900-იანი წლებიდან, მკაცრი დაცვისა და ნადირობის რეგულირების შედეგად, მათი რიცხოვნობა საბედნიეროდ კვლავ გაიზარდა.

თახვები მჭიდრო ოჯახებად ცხოვრობენ, სადაც მოქმედი წყვილი და მათი ბოლო ორი წლის ნაშიერები ერთიანდებიან. გამრავლების პერიოდი დეკემბრიდან თებერვლამდე გრძელდება, გაზაფხულზე კი მდედრი 1-4 ნაშიერს აჩენს. ისინი სუფთა ვეგეტარიანელები არიან. იკვებებიან ფართოფოთლოვანი ხეების ქერქით, ფოთლებით, ყლორტებითა და წყლის მცენარეებით. ბინადრობენ მტკნარ, დამდგარ ან დუნე წყალსატევებთან, ხოლო სწრაფი დინების შემთხვევაში საკუთარი ძალებით აშენებენ ჯებირებს, რათა ნაკადი მაქსიმალურად შეამცირონ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ComCom-მა ახალგაზრდობის სააგენტოს საზაფხულო ბანაკის სტუდენტებს ტრენინგი – “AI დასაქმებისთვის” ჩაუტარა

კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს ,,ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის...

21 ივლისს თბილისის დროით 20:40-ზე საქართველოში 3.3(Ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი...

ბათუმის შემდეგ “ზაფხულის ფესტივალს” ქობულეთი უმასპინძლებს

24 ივლისს, ქობულეთის ცენტრალურ პარკში „ზაფხულის ფესტივალი“ ჩატარდება და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...