spot_img
მთავარიარჩევნებიცესკო-ს საინფორმაციო განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის...

ცესკო-ს საინფორმაციო განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) განცხადებას ავრცელებს საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ:

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქის 3 664 საარჩევნო უბანზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის 29 312 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა 31 483 კონკურსანტის განაცხადი.

აქედან 903-მა კონკურსანტმა არჩევის პროცესში ვერ მიიღო მონაწილეობა, რადგან ბოლო საერთო არჩევნებზე ისინი იყვნენ პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები. ეს კი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით აკრძალულია.

ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების 145-მა წევრმა, კონკურსანტებთან ახლო ნათესაური კავშირის დადასტურების გამო, კომისიის წევრების არჩევის პროცესში არ მიიღეს მონაწილეობა 155 საარჩევნო უბანზე.

მნიშვნელოვანია, რომ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების 29 086 წევრიდან 21 513 (98.26%) არჩეული იყო მაღალი კვორუმით, რაც იმას ნიშნავს, რომ 98,26%-ს კონკურსანტებისას უმეტეს შემთხვევებში როგორც პროფესიული ნიშნით არჩეულმა ისე პარტიული ნიშნით დანიშნულმა საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა დაუჭირეს მხარი;

კერძოდ:
17 ხმით – საუბნო საარჩევნო კომისიის 2 წევრი;
16 ხმით – საუბნო საარჩევნო კომისიის 5 წევრი;
15 ხმით – საუბნო საარჩევნო კომისიის 719 წევრი;
14 ხმით – საუბნო საარჩევნო კომისიის 4 102 წევრი;
13 ხმით – საუბნო საარჩევნო კომისიის 9 391 წევრი;
12 ხმით – საუბნო საარჩევნო კომისიის 11 511 წევრი;
11 ხმით – საუბნო საარჩევნო კომისიის 2 872 წევრი;
10 ხმით – საუბნო საარჩევნო კომისიის 458 წევრი;
ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ასარჩევად საჭირო მინიმალური კვორუმით – 9 ხმით, არჩეულია მხოლოდ 26 წევრი.

აღსანიშნავია, რომ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიდან 99.99%-ს არ უფიქსირდება ბოლო 1 წლის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობისას დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და 2012 წლიდან, ბოლო 7 საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 20 401 პირს, რაც საერთო რაოდენობის 70.14%-ია.

ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დიდი ნაწილი ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილეა. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის ახლადარჩეული წევრებიდან 13 296 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, 255 -”საარჩევნო განვითარების სკოლების“, ხოლო 37 – „ახალგაზრდული ბანაკების“ კურსდამთავრებული ახალგაზრდაა.

ზემოაღნიშნული ნათლად ასახავს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში გაითვალისწინეს ცესკოს მიერ გაცემული დამატებითი რეკომენდაციები.

აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე, სადაც მოხდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა, დასწრების შესაძლებლობა ჰქონდა ყველა უფლებამოსილ პირს. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიებში გამართულ სხდომებს ესწრებოდა 94 ადგილობრივი დამკვირვებელი, ასევე 44 საარჩევნო სუბიექტის და 7 მედიასაშუალების წარმომადგენლები,” – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული” – ლევან მაჭავარიანი

„სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული“,...

“მოქალაქეებს კი არ უნდა ეჩხუბოთ, პარტნიორად უნდა გაიხადოთ, თანასწორად და არა იერარქიულად” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კონკრეტულ შენიშვნებს და...

“იქნებ 26 მაისის საპროტესტო აქციაზე კატეგორიულად გამოიკვეთოს მოთხოვნები” – ბეჟან ჯავახია

26 მაისისთვის "ოპოზიციის ალიანსის" მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით კონკრეტული...

“ისადა, რატომ არ ჰქონდა ქართულ ოპოზიციას 2024-ის არჩევნების დღეს დაორგანიზებული მიტინგი?!” – ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტიკის ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციას კონკრეტული შეკითხვა-მინიშნებებით მიმართავს: "ისადა, რატომ არ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...