spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ ბრძოლაში არ მიმატოვა, გვერდიგვერდ ვიქნებით ჩვენ ამ...

“ამ ბრძოლაში არ მიმატოვა, გვერდიგვერდ ვიქნებით ჩვენ ამ ქვეყნის გადასარჩენად და განსავითარებლად, დიდი მადლობა მამა!” – ნიკა მელია

,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას მამა, ცნობილი კარდიოლოგი აზორ მელია დაასახელა. პარტიის თავმჯდომარემ მერობის კანდიდატი ემოციური სიტყვით წარადგინა:

,,მე ახლა წარმოგიდგენთ თქვენ კანდიდატს, ქალაქ ზუგდიდში. ეს ადამიანი გახლავთ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მთავარი მოტივატორი; ადამიანი, რომლისგანაც ყველაფერი ვისწავლე – როგორ უნდა ვიყო პრინციპული იქ, სადაც საჭიროა; როგორ უნდა ვიყო მოტივირებული, თუნდაც მიწევდეს ყოფნა არამოტივირებულ გარემოში; როგორ უნდა გავარჩიო სიკეთე ბოროტებისგან და ნათელი ბნელისგან; ადამიანი, რომლის წარდგენის შემდეგ თქვენ, ალბათ, მიხვდებით რამდენად სერიოზულად ვეკიდებით მთელი ჩვენი გუნდი კარს მომდგარ რეფერენდუმს და ნათლად ასახავს ჩვენს განწყობას და თავგანწირვას, რომ დიახაც, ეს არის გადამწყვეტზე გადამწყვეტი ბრძოლა!

მე მინდა, ვთხოვო ზუგდიდის მერობის კანდიდატს ანზორ მელიას! დიდი მადლობა მას იმისათვის, რომ ამ ბრძოლაში არ მიმატოვა, გვერდიგვერდ ვიქნებით ჩვენ ამ ქვეყნის გადასარჩენად და განსავითარებლად! დიდი მადლობა მამა!

ჩვენ მშობლები, შვილები, მეგობრები, ნათესავები, უცხო ადამიანები, ყველა პატრიოტი მივდივართ რეფერენდუმზე 2 ოქტომბერს იმისათვის, რომ სახელმწიფო გადავარჩინოთ“, – განაცხადა ნიკა მელია

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ პოლიტიკაში წასვლის მიზეზებზე ნიკა გვარამიას გადაცემა ,,მთავარ აქცენტებში“ ისაუბრა:

,,დღეს, როცა ჩემს სამშობლოს, ჩემს საქართველოს გადარჩენა სჭირდება და ჩემი ექიმობა არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც საქართველოს გადარჩენა. ამიტომ 74 წლის კაცმა დაუფიქრებლად მივიღე გადაწყვეტილება, რომ ბრძოლაში ჩავერთო! ზუგდიდელები მე მიყვარს ძალიან და ვგრძნობ მათ სიყვარულსაც. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ზუგდიდი ისეთივე მხიარული, ლაღი, სიცოცხლის მოყვარული ქალაქი იყოს, როგორც ჩემი ბავშვობის დროს“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სააკაშვილი: “საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა”

მმართველი გუნდის მიერ ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებით მწვავე შეფასებებს აკეთებს...

“სისუსტე და ნებელობის უქონლობა, განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციებში, არის სწორედ ის, რასაც ხალხი არასდროს პატიობს...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის მინიშნებები: "სისუსტე და ნებელობის უქონლობა, განსაკუთრებით კრიტიკულ...

“ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით” – კახა კალაძე:

„მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“გამოდის რომ საქართველოში დიპლომი არა კომპეტენციის, არამედ რწმენის დამადასტურებელი დოკუმენტია” – გია ხუხაშვილი

პატრიარქობის კანდიდატებად შერჩევის პროცესში საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დიპლომის საჭიროებას,...