spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"30 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოიპოვა, საქართველო აწყობილი...

“30 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოიპოვა, საქართველო აწყობილი და გამართული ქვეყანა იყო!” – ბონდო მძინარაშვილი

30 წლის წინ ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას პოზიტიურ ჭრილში განიხილავს საზოგადოებრივი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი და დამოუკიდებლობის პერიოდში არსებული პრობლემების თაობაზე საუბრობს:

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, – 30 წლის წინ საათივით აწყობილი ქვეყანა გვქონდა და ჩვენივე ხელით დავანგრიეთო!
და ატყდა “წივა-კივა”, – საბჭოთა კავშირს მისტირისო!

რა თქვა პრემიერ-მინისტრმა ახალი და განსაკუთრებული?!

30 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოიპოვა, საქართველო აწყობილი და გამართული ქვეყანა იყო!

ჩვენ არ გვქონდა დიპლომატიური ურთიერთობა დღევანდელ სტრატეგიულ თუ ისე რა პარტნიორებთან; არ გვქონდა საელჩოები უცხოეთში და უცხოელი დიპლომატებიც არ ცხოვრობდნენ საქართველოში; ბევრი რამ არ გვქონდა, რაც სახელმწიფოებრიობის ნიშანია, თუნდაც ეროვნული ვალუტა, მაგრამ…

მაგრამ საქართველოში გვქონდა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და მძლავრი სამეცნიერო კერები, რომლებიც მოვშალეთ; გვქონდა საწარმოები – ქარხნები და ფაბრიკები, რომლებიც ჯართად გავყიდეთ. მათ შორის, წინა წელს ჩამოტანილი და დამონტაჟებული დაზგა-დანადგარები; გვქონდა ეროვნული წარმოება, რომელიც ჩავკალით; გვქონდა მეცხოველეობის ფერმები და მეფრინველეობის ფაბრიკები, რომლებიც ნანგრევებად ვაქციეთ; ბევრი რამ გვქონდა…
და ეს ყველაფერი სულ რამდენიმე წელიწადში აღარ გვქონდა!

ეს ის შემთხვევა არ არის, – ბუს რა ჰქონდა, ყვავს გაჰქონდაო!
ეს ის შემთხვევაა, როცა ყვავების საჯიჯგნად გადავაქციეთ ქვეყნის სამეცნიერო და ეკონომიკური პოტენციალი!
ეს ყველაფერი ჩვენ ჩაიდინეთ!

პირადად მე არ მისარგებლია ამ ძარცვით, მაგრამ ჩემი, ჩვენი ბრალია, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით არ მოვეკიდეთ საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობას!

რასაკვირველია, მესმის, რომ საბჭოთა გეგმურ ეკონომიკაზე აწყობილი რესპუბლიკა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში ცვლილებებს საჭიროებდა, მაგრამ ვერავინ დამარწმუნებს, რომ სამეზობლოში ყველაფრის ჯართად გატანა საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა იყო!
დიახ, საათივით აწყობილი იყო საქართველო!

მთლად შვეიცარული საათივით აწყობილი – არა, მაგრამ “ევროპის დროზე” გადასვლის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობდა, იმდროინდელ ყვავებს ამ საათის ისრები, ციფერბლატი და მთლიანად მექანიზმი ნაწილ-ნაწილ რომ არ გაეტანათ საქართველოდან!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...