spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ვენეციის კომისიის ურთიერთსაპირისპირო...

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ვენეციის კომისიის ურთიერთსაპირისპირო შეფასებები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით – GDI

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) სპეციალურ ანგარიშს ავრცელებს, სადაც ხაზგასმულია ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნული გარემოება, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში სპეციალური მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებული ცვლილებები არ აკმაყოფილებს ლეგიტიმურობისა და პროპორციულობის ტესტს და იწვევს საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას:

2020 წლის 17 ივლისს საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ, კანონს დაემატა 46 პრიმა მუხლი, რომელიც კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების სპეციალურ ღონისძიებად განსაზღვრავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

2021 წლის 22 მარტს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც უარყოფითად შეაფასა სპეციალური მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებული ცვლილებები. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ცვლილებები არ აკმაყოფილებს ლეგიტიმურობისა და პროპორციულობის ტესტს და იწვევს საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას, აგრეთვე რისკის ქვეშ აყენებს მედიისა და გამოხატვის თავისუფლებას. ამასთან, ვენეციის კომისიამ მიუთითა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დანიშნულ სპეციალურ მმართველს კანონმდებელი ანიჭებს გადაჭარბებულ უფლებამოსილებებს, რაც არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. შედეგად კი, კანონმდებლობა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აძლევს შესაძლებლობას ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებზე de facto კონტროლი განახორციელოს.

ამის საწინააღმდეგოდ, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2020 წლის ანგარიშში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესული ცვლილება სპეციალური მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა, ხოლო ანგარიშში ვენეციის კომისიის დასკვნა საერთოდ არაა ნახსენები.

მაგალითად, კომუნიკაციების კომისიის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნა მიჩნეულია ეფექტურ მექანიზმად იმისთვის, რომ კონკურენტული გარემო იქნას შენარჩუნებული და მომხმარებელთა უფლებები- დაცული. ამის საწინააღმდეგოდ კი, ვენეციის კომისიამ დასკვნაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაურკვეველია სპეციალური მმართველის დანიშვნის ზემოქმედება საბაზრო კონკურენციაზე. ამის საფუძველზე კი, დაასკვნა, რომ კანონში შესული ცვლილებები არ ემსახურება დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებს.

წარმოგიდგენთ ცხრილს, სადაც წარმოჩენილია ვენეციის კომისიის დასკვნის საპირისპიროდ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გაკეთებული შეფასებები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პირველი გადაწყვეტილება შპს „კავკასუს ონლაინის“ საქმეზე მიიღო. შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წილების გასხვისების შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეუტყობინებლობის გამო, კომისიამ მას რამოდენიმე ფულადი ჯარიმა დააკისრა, საბოლოოდ კი, კანონმდებლობაში შესული ცვლილებების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე.

“ინთერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქს ლიმითედისმა“ (შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის მესაკუთრე პარტნიორი) სარჩელი შეიტანა შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. მოსარჩელე დამატებით შუამდგომლობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით შეჩერებულიყო გასაჩივრებული აქტის მოქმედება მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

ხაზგასასმელია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა „ინთერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქს ლიმითედის“ პოზიცია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების მიმართ დასაბუთებული ეჭვის თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა „ინთერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქს ლიმითედის“ საჩივარი და სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.

ამის მიუხედავად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის ანგარიშში შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ სპეციალური მმართველის დანიშვნა ყველაზე ეფექტურ მექანიზმად არის შეფასებული.

წარმოგიდგენთ ცხრილს, სადაც წარმოჩენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ურთიერთსაპირისპირო შეფასებები შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია GDI-ის ანგარიშში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...