ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ჩვენი 3 პარტია - ,,ევროპული საქართველო“, ,,გირჩი“ და...

“ჩვენი 3 პარტია – ,,ევროპული საქართველო“, ,,გირჩი“ და ,,დროა“ შეთანხმებულად გავა მაჟორიტარების ნაწილში” – ელენე ხოშტარია

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდა 52 დღე დარჩა. ოპოზიციაში კვლავ მიმდინარეობს შეჯერება მაჟორიტარების კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით. დღეს განცხადება გააკეთა სამმა ოპოზიციონერმა ლიდერმა – ელენე ხოშტარიამ, ზურაბ ჯაფარიძემ და გიგა ბოკერიამ იმის თაობაზე, რომ არჩევნებზე ერთობლივად, შეჯერებულად წარადგენენ მაჟორიტარ კანდიდატებს.

,,ჩვენ, ამ კოალიციური შეთავაზების ფარგლებში, დღეს შევთანხმდით, რომ თბილისში ჩვენი 3 პარტია შეთანხმებულად გავა მაჟორიტარების ნაწილში. ჩვენ მივესალმებით ,,ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომ თბილისში მაჟორიტარები არ დაააყენოს და დაუთმოს ეს დანარჩენ ოპოზიციას. შესაბამისად, ,,ევროპული საქართველო“, ,,გირჩი მეტი თავისუფლება“ და ,,დროა“ შეთანხმდა თუ რა ტიპის განაცხადს გავაკეთებთ. ძალიან მალე კონკრეტულ კანდიდატებს შემოგთავაზებთ“, – განაცხადა მოძრაობა ,,დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

,,ეს არ არის ჩვეულებრივი რიგითი ადგილობრივი არჩევნები. 2 ოქტომბერს გადაწყდება ,,ქართულ ოცნებას“ აქვს თუ არა კიდევ უფლება დარჩეს ხელისუფლებაში. ჩვენ გვჯერა, რომ საბოლოო ჯამში, ამ არჩევნებზე მმართველი გუნდი დამარცხდება. ჩვენ გავალთ, ეს ქვეყანა გავა ხელახალ არჩევნებზე და ამ ქვეყანას მიეცემა შანსი, რომ რაღაცა მაინც შეიცვალოს. რისი შანსიც მანამ სანამ ,,ქართული ოცნება“ არის ხელისფლებაში არ არსებობს. ჩვენ საარჩევნო კამპანიას ყველა პარტია ვატარებთ ინდივიდუალურად, მაგრამ ასევე, მნიშვნელოვანი გვგონია იმის დემონსტრირება, რომ დღეს არსებულ ოპოზიციას აქვს უნარი, იაროს კონსესუსების და შეთანხმებების გზით“, – განაცხადა ,,გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

,,ეს არის არჩევნები, რომლის შედეგადაც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ისტორიული შანსი, რომ ეს ქვეყანა დაბრუნდეს, როგორც ნაწილი თავისუფალი სამყაროსი, სადაც ჩვენი ისტორიული არჩევანია, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა იყოს დაცული და სუვერენიტეტი გარე მტრისგან. ამ ქვეყნის შიგნით იყოს დაცული პიროვნული თავისუფლება ყველა ჩვენი მოქალაქის.

ოპოზიციის უდიდეს მაწილს, კრიტიკულ ნაწილს ესმის კარგად, რომ ამ მავნებლური, საზიანო და სახიფათო ხელისუფლების გამოცვლის შემდეგაც არცერთი პოლიტიკური ძალის ხელში აღარ უნდა მოხდეს კონცეტრაცია სრული ძალაუფლების’’, – განაცხადა ,,ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ.

შეგახსნებთ, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დაასახელებს და ასპარეზს სხვა ოპოზიციურ პარტიებს უთმობს.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ გვაკავებენ არა დანაშაულისთვის, არამედ სიმართლისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაპატიმრების წინ საზოგადოებას ემოციური...

“დღევანდელი ოპოზიცია ლამის ყოველდღიურად განიცდის მორალურ დამარცხებებს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარცხზე საუბრობს: "რა არის ყველაზე მძიმე...

ანა წითლიძე: “ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან”

“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე...

“მძიმეა, მაგრამ… როგორც სულმნათი ჯაბა იოსელიანი იტყოდა, “დემოკრატია ლობიოობა არ გეგონოთ!” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნათია მეზვრიშვილის პოზიცია მაინტერესებს, ივანიშვილს ბორკილების დადებას რომ უანონსებდა, სად გაქრა?!” – ელისო კილაძე

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ...