spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის, დამაჯერებელი გამარჯვებისთვის!" - ელენე ხოშტარია

“ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის, დამაჯერებელი გამარჯვებისთვის!” – ელენე ხოშტარია

,,ქართული ოცნების“ განცხადებას, შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ, გამოეხმაურა პოლიტიკური მოძრაობა ,,დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარია. ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას აღარ აწყობს 43%-იანი ბარიერი, რადგანაც მათ არ აქვთ იმედი გადალახონ ეს ბარიერი. მისი თქმით, ოპოზიცია ბრძოლას განაგრძობს დამაჯერებელი გამარჯვებისთვის:

,,მეც შევუერდები იმ ბრძოლის შემართებას, რომელიც მე და ნიკას გვაქვს – კიდევ უფრო ძლიერია გუშინდელი განცხადების შემდეგ. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გუშინდელი განცხადება იყო გათვლილი ერთადერთ რამეზე – გააჩინოს უიმედობა და უმოქმედობის განწყობა ჩვენს მოსახლეობაში, რომ არაფერს აზრი არ აქვს და ,,ქართული ოცნება“ არის ყველაფერზე წამსვლელი.

სინამდვილეში ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მიშელის შეთანხმების ხელმოწერის პირველი დღიდან ,,ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ამ შეთანხმებას არღვევდა. ჩვენ არასდროს გვქონია ილუზია, რომ ,,ქართული ოცნება“ პატივს სცემს ან შეთანხმებებს, ან ჩვენი პარტნიორების, ან ოპოზიციის, ან საზოგადოების პოზიციას.

ერთდერთი სიახლე, რაც ჩვენ ვნახეთ გუშინდელ განცხადებაში ეს იყო:
  1. მათ აღარ აწყობთ მათივე მოგონილი 43%-იანი ბარიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა, არ აქვთ იმედი, რომ ისინი შეძლებენ არა თუ უმრავლესობის, არამედ 43%-ის მოპოვებასაც კი. ჩვენთვის არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი მათი მოგონილი ეს ციფრი, ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის! დამაჯერებელი გამარჯვებისთვის! რაც არ უნდა მოიგონონ, შეთხზან, ხელი მოაწერონ, მერე უკან წაიღონ – ჩვენი ბრძოლა არის პრინციპული და იქნება ბოლომდე!
  2. რაც ჩვენ გუშინ გვითხრა ,,ქართულმა ოცნებამ“ და 5 ივლისის შემდეგ მიზანმიმართულად, მუდმივად გვახვევენ თავს – ეს იყო ღია განაცხადი პრორუსულობაზე, ღია განაცხადი საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური განწყობების.

მათ თქვეს, რომ დასავლეთთან, ევროკავშირთან დადებული ხეკლშეკრულება მათთვის არაფერს არ წარმოადგენს. ეს არის გამოწვევა საქართველოს ყველა მოქალაქის! ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არჩევნები და ზოგადად არჩევნების დღე არის არა პოლიტიკოსების, არამედ საქართველოს მოქალაქეების არჩევანის და მომავლის განსაზღვრის დღე!
შესაბამისად, ჩვენ ყველამ, ჩვენ პოლიტიკოსებმა და თქვენ მოქალაქეებმა ამ გამოწვევაზე ერთად უნდა ვუპასუხოთ!“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხელისუფლების ბოლო პერიოდის საქმენი საგმირონი…” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მმართველი გუნდთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ივანიშვილის საკენკზე გაზრდილი ე.წ. პრემიერ მინისტრი, პატრონის დავალებით, ცდილობს ალტერნატიული რეალობის შექმნას” – მიხეილ...

ფასებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მხილებისკენ მოუწოდებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“გამოდის რომ საქართველოში დიპლომი არა კომპეტენციის, არამედ რწმენის დამადასტურებელი დოკუმენტია” – გია ხუხაშვილი

პატრიარქობის კანდიდატებად შერჩევის პროცესში საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დიპლომის საჭიროებას,...