ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
36.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისპორტიოლიმპიადის მიმოხილვა - 25 ივლისი: ტოკიოში საქართველოს ოლიმპიური...

ოლიმპიადის მიმოხილვა – 25 ივლისი: ტოკიოში საქართველოს ოლიმპიური ყულაბა მარგველაშვილის ვერცხლის მედლით გაიხსნა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა მედლების ყულაბა ვერცხლის მედლით გახსნა.

25 ივლისს ქართველ ოლიმპიელთაგან ასპარეზში ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, ძალოსნები – შოთა მიშველიძე, გოგა ჩხეიძე და ძიუდოისტები – ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი და ვაჟა მარგველაშვილი ჩაებნენ.

მათ შორის, ყველაზე შორს მარგველაშვილი (66 კგ) წავიდა. ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ვერცხლის და ევროპული თამაშების და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი, ტოკიოს ტატამზე მესამე ნომრად განთესილი ქართველი ძიუდოისტი ასპარეობაში მეორე წრიდან ჩაება. მეორე წრეში დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსანი, რუსეთი ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელი იაკუბ შამილოვი, შემდეგ კი – ისრაელელი ბარუხ შმაილოვი. ნახევარფინალში გასულმა მარგველაშვილმა რიოს თამაშების ვერცხლის მედალოსანი და მსოფლიოს ჩემპიონი, კორეელი ბაულ ანი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ფინალში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ჰიფუმი აბეს დაუპირისპირდა. შეხვედრა აბეს ჩემპიონობით და ქართველის ვერცხლის მედლით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მარგველაშვილის ვერცხლის მედალი ქართული ძიუდოს ისტორიაში მეოცე ოლიმპიური ჯილდოა.

დღის პირველ მონაკვეთში იასპარეზა ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა (52 კგ). საქართველოს წარმომადგენელმა პირველ შეხვედრაში ჰაიტელი საბიანა ანესტორი წმინდად დაამარცხა, მეორე წრეში კი მომავალ ფინალისტთან, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელ, ფრანგ ამანდინ ბუშართან იპონით დამარცხდა.
საქმეში ჩაებნენ 61 და 67 კილოგრამ წონითი კატეგორიის ძალოსნებიც. თავდაპირველად ფიცარნაგზე ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი გოგა ჩხეიძე (67 კგ) გავიდა, რომელმაც B ჯგუფში იასპარეზა და ატაცის (133 კგ) და აკვრის (169 კგ) ჯამში 302 კილოგრამით ჯგუფი მე-8 ადგილი ერგო.

მედლისთვის ბრძოლის შანსი ჰქონდა შოთა მიშველიძეს, მაგრამ ატაცში პირველ მისვლაზე დაძლეული 130 კილოგრამის შემდეგ ორი ცდა ვერ გამოიყენა. ასევე პირველი მისვლა გამოიყენა აკვრაშიც – 155 კილოგრამი დასძლია, მაგრამმომდევნო წონას ვერ გაუმკლავდა და ჯამში დაგროვილი 285 კილოგრამით მე-7 ადგილი დაიკავა.

და ბოლოს, ნინო სალუქვაძემ – ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში 567 ქულა დააგროვა, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა, მაგრამ ასპარეზობას კვლავაც აგრძელებს. ამჯერად ტიტულიანი ქართველი ტყვიით მსროლელი სპორტული პისტოლეტით (25 მ) სროლაში მოსინჯავს ძალებს.
26 ივლისს ასპარეზობას შედუგება 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ყველაზე ტიტულიანი ძიუდოისტი – ლაშა შავდათუაშვილი. ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ოქროს და ბრინჯაოს მედლების მფლობელი, მეორე ნომრად არის განთესილი და შეჯიბრებას მეორე წრიდან შეუდგება. აქ მისი მეტოქე ბრაზილიელ ედუარდო ბარბოსასა და ფრანგ გილემ შენს შორის გამოვლინდება.

57 კილოგრამ წონაში იასპარეზებს ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც ტოკიოს ტატამზე მე-14 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში ანგოლელ დიასონემა მუქუნგუის დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, ლიპარტელიანს მეორე წრეში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელ გერმანელ ტერეზა შტოლთან მოუწევს შეხვედრა.

ხვალ რინგზე გავლენ საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრების- სახილ ალახვერდოვი (52 კგ) და გიორგი ხარაბაძე (75 კგ). პირველ წრეში ალახვერდოვის მეტოქე იქნება ჩინელი ჟიანგუან ჰუ, ხარაბაძეს კი უზბეკ ფანატ კახრამონოვთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

26 ივლისს ასპარეზობას გააგრძელებს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი/Georgian National Olympic Committee

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე არის კოლექტიური ქოცის სახე” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“უზრდელობებს ვერ ვიტყვი, ჯარიმაა მაგაზე და თქვენ თვითონ მიხვდებით რა სიტყვა უხდებათ ახლა ამათ...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" აღმასრულებელი...

“იმათ საყურადღებოდ, ვინც დღემდე მე თუ სხვა ადამიანებს საყვედურობს, რომ ბიძინამ ბევრი სიკეთე გაგვიკეთა...

საზოგადოებაში გავრცელებულ კონკრეტულ მინიშნებებს, ერთგვარი შედარებითი განმარტებებით, ეხმაურება ანალიტიკოსი,...

“სად გაგონილა მეგობარი გიკვდებოდეს და მზეს ეფიცხებოდე?!” – ეკა ხერხეულიძე მამუკა მდინარაძეზე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე, "ქართული ოცნების"...

“ქართველი ხალხი გადაწყვეტს თავის ბედს თუ ერთი რუსი ოლიგარქი ჩვენი ქვეყნის მომავალს?” – ლაშა...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...