spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ბიჭი, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრია, ყოველდღიურად...

“ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ბიჭი, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრია, ყოველდღიურად ცდილობს დაგვადანაშაულოს ჟურნალისტები და გვეძახის პარტიულ აქტივს” – პაატა იაკობაშვილი

საქართველოს პროკურატურასთამ,  5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა პაატა იაკობაშვილმა შეფასებები გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, ასევე, მედიასთან მიმართებაში ხელისუფლების დამოკიდებულებაზე და განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს ყველა შესაძლო გზებით შეზღუდოს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება, შეზღუდოს დამოუკიდებელი მედია:

პირველ რიგში, თეა წულუკიანის ქმედება, მიკროფონის წართმევას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, არის პირდაპირი სიმბოლო სიტყვის თავისუფლებაზე შეტევის და პირდაპირი მცდელობა ზიანი მიაყენოს დამოუკიდებელ მედიას. ეს სხვანაირად არანაირად არ განიმარტება. ეს არ არის იუმორი და თუ არის ძალიან მდაბიო ხარისხის იუმორია და არ არის სხვა არაფერი, არც თავის დაცვა, არც კითხვებისგან თავის არიდება. ეს არის თავისუფალ მედიაზე პირდაპირი თავდასხმა.

მეორე, რაც მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა და პირველ რიგში ვუთხრა მაყურებელს. ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ბიჭი, რომელიც დღეს პრემიერ მინისტრია ყოველდღიურად ცდილობს დაგვადანაშაულოს ჟურნალისტები და გვეძახის პარტიულ აქტივს. მაგრამ იცოდეთ, ირაკლი ღარიბაშვილმა ეს ძალიან კარგად იცის და თქვენც უნდა იცოდეთ, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ქუჩებში არ გვცემდნენ და არც გვკლავდნენ, არც ჟურნალისტებს, არც ნებისმიერ სხვა პროფესიის ადამიანებს და საერთოდ არავის ამ ქვეყანაში.

და რადგან ჩვენ გვცემენ, გვკლავენ და ეს ხდება არაერთხელ, უკვე წლების განმავლობაში, სწორედ ამიტომ მოვითხოვთ ხელისუფლების შეცვლას. იმ ხელისუფლების შეცვლას, რომელმაც ვერ უზრუნველყო წესრიგი ამ ქვეყანაში. ეს არის პოლიტიკური მოთხოვნა, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური პარტიების დაკვეთის შესრულება. ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები მოვითხოვთ მთავრობის ცვლილებას იმისთვის, რომ ამ ქყევნაში იყოს წესრიგი. ამის უფლება გვაქვს ჟურნალისტებსაც და ყველას. ასე რომ, არ მოუსმინოთ ბიძინა ივანიშვილის საყვარელ ბიჭს“, – განაცხადა პაატა იაკობაშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად...

„წუხელ მოსული ნალექის რაოდენობამ ვარაზისხევში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე...

“სტრატეგია აღმაშენებელი”: “სოლიდარობა ვახო სანაიას!”

" სტრატეგია აღმაშენებელი" განცხადებას ავრცელებს ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...