spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქვეყანაში ძალიან მძიმე არეულობის, დაპირისპირების და უმართაობის საფრთხე...

“ქვეყანაში ძალიან მძიმე არეულობის, დაპირისპირების და უმართაობის საფრთხე არსებობს” – დავით ბაქრაძე

პარლამენტის დეპუტატმა დავით ბაქრაძემ კრიტიკულად შეაფასა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მმართველი გუნდის ქმედებები და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია მართვის რესურსი და შესაბამისად ქვეყანას ემუქრება უმართავობა/არეულობა:

,,დიდი ხანია, რაც პარლამენტის წევრი ვარ და ამ დარბაზს ახსოვს უფრო მძიმე დაპირისპირებაც, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებებიც, ახსოვს უფრო მძაფრი პროტესტებიც, მაგრამ სხდომები გრძელდებოდა.

ის, რაც მოხდა დღეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს – იმდენად არის ხელისუფლება მორალურად დემორალიზებული და ჩამოშლილი, რომ მათ არ შეუძლიათ ჟურნალისტების მხრიდან ბანერით, აბსოლიტურად მშვიდობიანი და ცივილური ბანერით გამოხატული პროტესტის ატანაც კი. ეს ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად სხვაგან ვართ და ერთი პრობლემა, რომელიც გვქონდა დაუსჯელი ძალადობის პრობლემის სახით, გადაზრდილია მეორე და ბევრად უფრო მძიმე პრობლემაში ქვეყნისთვის, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს მართვის რესურსი.

ის, რაც დღეს ვიხილეთ, როცა უმრავლესობა ვერ ახერხებს, რომ შს მინისტრი შემოიყვანოს პარლამენტში, როცა ვერ ახერხებს, რომ მინისტრის მოსმენა უზრუნველყოს პარლამენტში, ნიშნავს მხოლოდ ერთს: ამ ხელისუფლებას მართვის რესურსი არ აქვს, ქვეყანას ემუქრება უმართავობა/არეულობა და ყველა ის პრობლემა და საფრთხე, რომელიც მოდის არეულობიდან.

ამიტომ გამოსავალი არის მხოლოდ ერთი და მინდა თითოეულ ადამიანს მივმართო, ვინც ,,ქართულ ოცნებაშია“, მაგრამ საღი აზრი აქვს დარჩენილი და ეს ქვეყანა უყვარს, გამოსავალი არის ერთი – პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება; შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის გადადგომა; დამნაშავეების დასჯა. ამით ვითარების დამშვიდება და მოხერხდება შედარებით ნორმალიზებული ვითარებით შემოდგომის არჩევნებზე გასვლა. სხვანაირად ის, რაც ვიხილეთ დღეს აქ, განმეორდება ყველგან, ყველა ბრიფინგზე, ყველა მოსმენაზე, ყველა სამინისტროში.

ჩვენ უბრალოდ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც ვეღარ მართავს ქვეყანას. უკვე ასეთი ხელისუფლება გვყავს და დღეს ეს ამის სიმპტომი იყო. ამიტომ გამოსავალი გახლავთ მხოლოდ ერთი, ვიმეორებ – პასუხისმგებლობის აღება, გადადგომა, დამნაშავეების დასჯა, ამ ჟურნალისტების სამართლიანი პროტესტის გათვალისწინება, ვითარების შედარებითი ნორმალიზაცია და სტაბილიზაცია და ამ ფონით მისვლა არჩევნებამდე, რომ უკვე არჩევნებზე გადაწყდეს რა და როგორ გაგრძელდება ამ ქვეყანაში.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვხედავ, რომ ამ ქვეყანაში ძალიან მძიმე არეულობის, დაპირისპირების და უმართაობის საფრთხე არსებობს და პირველ რიგში, სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ეს საფრთხე არ დაუშვას, საკუთარ სკამს და თანამდებობას არ გადააყოლოს ეს ქვეყანა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“იქნებ ასე ესმით ქოცებს “ცივილიზებულად ოპონირება”? მათ ხომ არ უთქვამთ აქამდე, როგორ ესმით?” –...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ირონიული შეფასებებით...

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“კარგი შვილი ხარ! მარტო მშობლებისთვის არა… საქართველოს კარგი შვილი ხარ!” – ხათუნა ხოფერია ცოტნე...

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია განსაკუთრებით პოზიტიურ...