spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძალადობას, სუსტის დაჩაგვრას არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან" -...

“ძალადობას, სუსტის დაჩაგვრას არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან” – პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშნებლის’’ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე პარლამენტში მომხდარი ფაქტის შემდეგ მმართველი პარტიის შეფასებისას აცხადეს, რომ ,,ქართული ოცნება’’ იმიტომ ძალადობენ ადამიანებზე, ებრძვიან ჟურნალისტებს, თავისუფალ სიტყვას, რომ არ უნდათ, მათზე სიმართლე ითქვას:

,,ქართული ოცნება’’ არის ბოლომდე ლუსტრირებული, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ. ისინი ებრძვიან ჟურნალისტებს, თავისუფალ სიტყვას, რადგან ისინი იპარავენ და უნდათ, რომ არავინ ისაუბროს ამაზე, რომ ისინი იპარავენ! ისინი ძალადობენ ადამიანებზე და ძალადობენ თავისუფალ სიტყვაზე იმიტომ, რომ არ დარჩეს ადამიანი, ვინც ამაზე ისაუბრებს! ისინი ნერგავენ შიშს იმიტომ, რომ ეშინოდეს საზოგადოებას სიმართლის თქმის და სწორედ ამიტომ იყო იერიში მიტანილი თავისუფალ სიტყვაზე და ჟურნალისტებზე!

ამასთან ერთად ,,ქართული ოცნება“ ნერგავს ფსევდოსახელმწიფოებრივ და ფსევდოეკლესიურ სწავლებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ პატრიოტიზმს დაარქვეს შიში – ჩვენი მტრის, ოკუპანტის არ გაღიზიანება. პატრიოტიზმი დაარქვეს ევროკავშირის დროშის დაწვას. პატრიოტიზმი დაარქვეს ჩვენი ელჩების, მხარდამჭერი სახელმწიფოების ლანძღვა-გინებას და ამას, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, არაფერი არ აქვს ჩვენს სახელმწიფო ინტერესთან.

უფრო მთავარი: ისინი საუბრობენ თითქოს იცავენ ქრისტიანობას და პირდაპირ შემიძლია ვთქვა – ძალადობას, სუსტის დაჩაგვრას და ამას არაფერი საერთო არა აქვს ქრისტიანობასთან. ამიტომ გავიმეორებ, რაც თქვა გიორგი ვაშაძემ: დიახ, ,,ქართული ოცნება“ ბოლო ქმედებებით თავად იქცა ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქრისტიანული მიმართულების მთავარ იდეოლოგად საქართველოში“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კორუფციაში ჩაძირულ მთავრობას რაში აინტერესებს ხალხი და მათი ბავშვები” – ანა დოლიძე

რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ სკვერში მომხდარ შემთხვევას, რა...

“0%-იანი განვადება – მითი თუ რეალობა?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

“კობახიძემ პარლამენტში კიდევ ერთხელ განავითარა ორი პარალელური “ლოგიკური” ხაზი, რომლებსაც “ქართული ოცნება” ბოლო წლებია...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა ეკა კუპატაძე მადლობას უხდის ეკატერინა ივანიშვილს გამოხმაურებისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“კარგი შვილი ხარ! მარტო მშობლებისთვის არა… საქართველოს კარგი შვილი ხარ!” – ხათუნა ხოფერია ცოტნე...

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია განსაკუთრებით პოზიტიურ...