spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ მიშელის შეთანხმებას გადაუვლით, მის ინტერპრეტირებას დაიწყებთ, ძალიან...

“თუ მიშელის შეთანხმებას გადაუვლით, მის ინტერპრეტირებას დაიწყებთ, ძალიან ცუდი დღე დაგადგებათ” – გიორგი ვაშაძე მმართველ პარტიას მიმართავს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება გიორგი ვაშაძე. „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი შარლ მიშელის დოკუმენტში გათვალისწინებულ შეთანხმებას არღვევას რაც ერთგვარი წინაპირობა იქნება სანქციების დაწესების.

მივმართავ ირაკლი კობახიძეს, – შარლ მიშელის მესამე ნაწილი მართლმსაჯულებას ეხება. თქვენ გინდათ, რომ ეს ყოველთვის უკუღმართად წაიკითხოთ და ისე განმარტოთ, როგორც გჩვევიათ. დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა 19 აპრილის შეთანხმების კონკრეტულ შინაარსზე მიგითითათ.

პირდაპირ გეუბნებით, თუ თქვენ კვლავ გააგრძელებთ შეთანხმების დარღვევას, თქვენ გელოდებათ სანქციები როგორც მაკროფინანსურ დახმარებაზე, ასევე პერსონალური.

დამერწმუნეთ, ამ შეთანხმების მთავარი ღირებულებაა, რომ ჩემი ხელმოწერაც არის, სხვა ოპოზიციური პარტიებისაც და რაც მთავარია, ამაზე ამერიკული და ევროპული ბეჭედი ადევს. თუ ამ ბეჭედს თავზე გადაუვლით, თქვენ ძალიან მძიმე დღე დაგიდვებათ თქვენს პარტიასთან ერთად – ახლა დაბრძანდით, თქვენს პოლიტსაბჭოსთან და მამარჩენალებთან ერთად და მოიფიქრეთ, როგორ აირიდებთ თქვენ პერსონალურ სანქციებს და როგორ აარიდებთ სახელმწიფოს. ამას თუ არ გააკეთებთ, ძალიან, ზეძალიან მძიმე დღე გელოდებათ ამ ისტორიული დოკუმენტის დარღვევისთვის. სწორედ ამაშია შარლ მიშელის შეთანხმების ფასი.

თუ შეთანხმებას გადაუვლით, მის ინტერპრეტირებას დაიწყებთ, ძალიან ცუდი დღე დაგადგებათ. ევროკავშირმა განაცხადა, რომ მაკროფინანსურ დახმარებაზე იქნება წინაპირობები? – საუბარია 75 მილიონი ევროს მიღებაზე.

გეკითხებით: სახელმწიფო მდივნის სპიკერმა განაცხადა, რომ სანქციებზე წინასწარ არ ვლაპარაკობთ, პირდაპირ სიურპრიზად გამოგიცხადებთო?
სენატის რეზოლუციაში არის მითითებული, რომ თუ შეთანხმება დაირღვევა, მაშინ ამერიკიდან ფინანსურ დახმარებას საქართველო ვერ მიიღებს?
ესეც არ ეყოფათ, პირდაპირ პერსონალურ სანქციებზე გადავლენ.

ოპოზიციიდან ვიღაცეები რომ გვიმტკიცებენ, დოკუმენტს ხელი რატომ მოაწერეთო, იცით, რატომ მოვაწერეთ ხელი? – ბლინკენს ეს განცხადება რომ გაეკეთებინა და ევროკავშირს ეთქვა, მაკროფინანსურ დახმარებაზე სანქციებს გავაკეთებთო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...

“რუსთაველის გამზირი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას...

„დედაქალაქის მთავარი გამზირი სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე, უსაფრთხო და...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“სტრატეგია აღმაშენებელი”: “სოლიდარობა ვახო სანაიას!”

" სტრატეგია აღმაშენებელი" განცხადებას ავრცელებს ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...