spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უმრავლესობაზე ძალადობთ, თქვენ მოძალადეებო! თქვენს სახელს ჩვენ ნუ...

“უმრავლესობაზე ძალადობთ, თქვენ მოძალადეებო! თქვენს სახელს ჩვენ ნუ გვარქმევთ, თქვენ ხართ მტერი!” – მეუფე ანტონი ჟურნალისტებს მიმართავს

5 ივლისის ტრაგიკულ მოვლენებს და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საკითხზე მეუფე ანტონმა მთელი პასუხისმგელობა მედიაზე გადაიტანა. მისი თქმით, სწორედ ჟურნალისტები უწევენ ძალადობის პროპაგანდას და მედიის წარმომადგენლები ასევე დაადანაშაულა მისი შეფასების არასწორ ინტერპრეტაციაში:

,,ცრუ კონტექსტში მოიყვანეთ – მეთქი ერთი ადამიანი დაიღუპა და რა ამბავში ხართ, ალბათ კარგი იქნებოდა, რომ მეთქვა: ღმერთმა აცხონოს მისი სული. მე ვთქვი – გარდაიცვალა ერთი ადამიანი და იმ შეტაკებებს, რაც მოჰყვებოდა იმაზე ვთქვი. ნუ უკეთებთ ცუდ კომენტარებს.

გამოხვედით სულ ყველა და ტრაგედია/შეტაკება, რომ მოხდარიყო, სპეც. ტექნიკა რომ გამოეყვანათ და რასაც ითხოვდა ეს ელჩი, რომელიც დაგვიჯდა აქ და თითებს გვიქნევს, გაიგე?! თვითონ მოძალადეები აქეთ რომ გვიწოდებენ მოძალადეებს, გაიგეთ?!

ტვინი რომ გამოგირეცხეს ნარკოტიკებით და ფსიქოტროპული წამლებით, თვითონ მოძალადეებო აქეთ რომ გვიძახით მოძალადეებს შეხედეთ თქვენ რაებს წერთ და აკეთებთ სამარცხვინოდ.
შეტაკება იქ გენახათ თქვენ სპეც. ტექნიკა რომ გამოსულიყო.

ყველა პასუხისმგებლობა… ტორპედოებად გაგწირეს და წირავთ ამ ხალხს, გაიგეთ!
პრაიდი გამოცხადდა 1 საათზე, ჩვენ გვქონდა ლოცვა 5 საათზე გამოცხადებული. საიდან იყო ეკლესიის მოწოდება?

თქვენი ძალადობრივი სიმართლიდან, ჩვენი სიმართლე რომ დავიცვათ, გვიწევს მოწოდება ხალხისადმი იმიტომ, რომ ძალადობრივ სიმართლეს გვახვევთ თავზე.
თქვენ ახალისებთ გარყვნილებას! თქვენ აძლევთ გარყვნილებას, თქვე მოძალადეებო! თქვენ უწევთ პროპაგანდას!

თქვენზეა მაგ პასუხისმგებლობა! იცით, რუსთაველზე რომ გამოვიდეს შეეხებით ხალხს! ხალხის სიმებს ეხებით! თქვენ ხართ პასუხისმგებლები მაგის მკვლელობაზე.

რატომ აკეთებთ? არ იცით ჩვენი ღირსება? რატომ გვილახავთ ღირსებას, უმრავლესობას? უმრავლესობაზე ძალადობთ, თქვენ მოძალადეებო! თქვენს სახელს ჩვენ ნუ გვარქმევთ, გაიგეთ?! თქვენ ხართ მტერი!“, – მიმართა ჟურნალისტებს მეუფე ანტონმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა ეკა კუპატაძე მადლობას უხდის ეკატერინა ივანიშვილს გამოხმაურებისა...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...

გია ხუხაშვილი: “ვუსურვებ წარმატებებს ახლად დაფუძნებულ პარტია “ჯერ საქართველო”-ს

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის მიერ პარტია "ჯერ...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“კარგი შვილი ხარ! მარტო მშობლებისთვის არა… საქართველოს კარგი შვილი ხარ!” – ხათუნა ხოფერია ცოტნე...

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია განსაკუთრებით პოზიტიურ...