ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს წაუყენა მოთხოვნა გადადგომასთან დაკავშირებით:
„ჩვენ გვქონდა სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნა 12 საათამდე წასულიყო ის გუნდი, ვინც პასუხისმგებელია იმისთვის, რაც ამ ქუჩებში მოხდა ხუთში და რაც ამას მოჰყვა. ეს იყო ლექსო ლაშქარავას მკვლელობა.
სამარცხვინო პრემიერმა ღარიბაშვილმა არათუ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, გადადგომის შესახებ, არამედ ცინიკურად დასცინა საზოგადოებას, მეტიც გააფართოვა ჯალათების რიგი თავის მთავრობაში და ცნობილი ჯალათი თეა წულუკიანი ვიცე-პრემიერად დანიშნა და გვითხრა, რომ ჩვენ ყველანი დღეიდან ვართ უკვე პირადი დარტყმის ქვეშ.
არაფერი აღარ დარჩა მისი განცხადების შემდეგ გარდა ტელევიზიების დარბევისა, გარდა ორგანიზაცია „სირცხვილიას“ პირადი დევნისა, რომელსაც დღეს ასევე გამოუცხადა დევნა საქართველოს პრემიერმა.
ხუთჯერ ახსენა მგონი მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი. ყველაფრის უკან ბოლოს ეჭვი მქონდა, რომ იტყოდა ჩემს უკანაც სააკაშვილია და ორჯერ ახსენა ლექსო ლაშქარავა.
ეს კაცი პოლიტიკური ავადმყოფიბის გარდა მე ვფიქრობ, რომ არ არის ბოლომდე საღი, როდესაც ამ ტექსტებს ამბობს. ეს კაცი არის საფრთხე ამ ქვეყნისთვის – მთელი შემადგენლობით მისი მთავრობა უნდა გადადგეს.
მე ვთხოვ ჯანსაღ პოლიტიკურ პარტიებს. მე ვთხოვ ჯანსაღ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ზუსტად იგივე მოთხოვნას. დღეს, ექვს საათზე შემოგვიერთდეს აქციაზე და პირველ რიგში, ვთხოვ ჩვენ მაყურებელს დღეს, ექვს საათზე ვიკრიბებით კვლავ რუსთავლეზე და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ ვიდრე ადეკვატური გადაწყვეტილება არ იქნება ხელისუფლების მიერ მიღებული. ვიდგეთ! ვიჯდეთ!… მეტი გზა ჩვენ არ გაგვაჩნია, ეს ქვეყანა კლავს ჟურნალისტებსაც და სხვებსაც!
და ბოლოს – კიდევ ერთი წამქეზებლური, ძალიან საშიში განცხადება პრემიერის მხრიდან. თითქოს აქ გუშინ, რომელიღაცა მედია წარმომადგენელმა თქვა, რომ პატრიარქი უნდა დააკავოს პოლიციამ. ეს არის ბინძური ტყუილი და ვემიჯნებით ყოველგვარ ასეთ განცხადებას. ჩვენ მსგავსი რამე არ გვითქვამს და მეტსაც გეტყვით, არც გვიფიქრია. და ეს არის კიდევე ერთი წამქეზებლური და პროვოკაციული განცხადება და საკუთრივ პატრიარქის დამამცირებელი განცხადება.
მოკლედ, ღარიბაშვილი უნდა წავიდეს, მიჰყვეს მისი მთავრობა და სუს-ის უფროსი ლილუაშვილი.
დღეს, 6 საათზე რუსთაველზე!“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

