spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ღარიბაშვილი რისკის შემცველია სახელმწიფოსთვის, ჩვენი თითოეული სიცოცხლისთვის იმიტომ,...

“ღარიბაშვილი რისკის შემცველია სახელმწიფოსთვის, ჩვენი თითოეული სიცოცხლისთვის იმიტომ, რომ დღეს ისევ ეკეკლუცებოდა იმ ბნელეთს, რომელმაც აქ სასაკლაო მოაწყო!” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი თბილისში მმომხდარი ძალადობის ფაქტების შეფასებისას აცხადებს, რომ 5 ივლისს განვითარებული მოვლენები და ლექსო ლაშაქარავას გარდაცვალება არის ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის ქვეშ და ეს ადამიანი წარმოადგენს რისკს საქართველოსთვის:

,,ღარიბაშვილმა დღეს გააგრძელა კი არა, უფრო გაამწვავა ის რიტორიკა, რასაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა და ათეულობით ჟურნალისტის თავ-პირის დალეწვა.

ეს ანტისახელმწიფოებრივი ადამიანი უნდა წავიდეს თანამდებობიდან. ის რისკის შემცველია სახელმწიფოსთვის, ჩვენი თითოეული სიცოცხლისთვის იმიტომ, რომ დღეს ისევ ეკეკლუცებოდა იმ ბნელეთს, რომელმაც აქ სასაკლაო მოაწყო.

ერთადერთი მისი საყრდენი დღეს არის ეს ძალა და ის თანამდებობაზე კიდევ რჩება იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს შემდგომში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ის უბრალოდ აყალბებს ამ საქმეს. გარდაცვლილ ჩვენ კოლეგას ყოველდღიურად ტალახში სვრიან. მას შემდეგ, რაც მისი ცხედარი გაიტაცეს, თხზავენ ათას ვერსიას, ტროლები/ბოტებით, პირდაპირ/არაპირდაპირ და გარდაცვლილ ადამიანს აყენებენ კიდევ შეურაცხყოფას.

ბრძოლა მაინც გაგრძელდება – როგორ და რანაირად ამას ვნახავთ ჩვენ ყველა, მაგრამ ღარიბაშვილი წავა აუცილებლდ და ჩვენ ამას მივაღწე!“, – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ლოცვას არ აქვს არც სივრცის, არც დროის საზღვრები, მაგრამ უნდა ვილოცოთ” – შიო III

✨ „აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის... ლოცვას არ აქვს არც...

“მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა ეკა კუპატაძე მადლობას უხდის ეკატერინა ივანიშვილს გამოხმაურებისა...

“მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა, ეკა კუპატაძე ვიდეომიმართვით მხარდაჭერას სთხოვს ბიძინა ივანიშვილის...

“ასეთი რა გაგიჭირდათ ეს ლეგიტიმაცია, აი ასეთ გასვენებაში რომ აპირებთ წასვლას” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი დავით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“კარგი შვილი ხარ! მარტო მშობლებისთვის არა… საქართველოს კარგი შვილი ხარ!” – ხათუნა ხოფერია ცოტნე...

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია განსაკუთრებით პოზიტიურ...