spot_img
მთავარიCOVID 19"ორჯერ აცრილებში კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია" - ამირან...

“ორჯერ აცრილებში კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია” – ამირან გამყრელიძე

„დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე კორონავირუსის სტატისტიკის შემაჯამებელი მოხსენება გააკეთა და აღნიშნა, რომ ადამიანებში, რომლებმაც ორჯერ გაიკეთეს ვაქცინა სიკვდილიანობა არ ფიქსირდება:

იცით ის პრობლემები, რაც იყო ამ ჰაკერულ შემოტევებთან დაკავშირებით, ამიტომ პორტალი აღდგა კვირა შუადღიდან დაიწყო ფუნქციონირება და დღეს დილისთვის, რაც მაქვს ინფორმაცია, სულ გაიარა რეგისტრაცია 27 ათასზე ოდნავ მეტმა ადამიანმა. აქედან გუშინ „სინოფარმით“ აიცრა 2 ათასზე მეტმა, ამ მომენტისთვის 25000 ადამიანია ჩაწერილი „სინოფარმზე“ და ეს რეგისტრაცია გახსნილია 19 ივლისამდე.

ანუ, რომ შეხვალთ ბუკინგზე ნახავთ, რომ საკმაოდ ბევრი ადგილი გავხსენით, დაახლოებით 100 000 ადგილი, „სინოფარმზე“ რეგისტრაციისთვის 19 ივლისამდე.

სამწუხაროდ ჯერ ჯერობით ეს აქტივობა არ არის. თუმცა, პირველ ორ დღეში 25000 ჩაწერა არ არის ცუდი და ველოდებით გაზრდას.

იგივე დღეს დინამიკა მომცეს. ვთხოვე საათობრივი ჩაწერის დინამიკა როგორ არის და ის თანდათანობით იმატებს, რაც პროგნოზულად კარგი მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები თანდათან უფრო მეტი ჩაეწერებიან.

ჩაწერის გარდა, გუშინ იყო აცრილი დაახლოებით, ზუსტი მონაცემი არ მაქვს, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ 300დან 400 მდე არა ბუკინგით ანუ, ე.წ. ვირტუალური კაბინეტებით და პირდაპირი რიგით აცრილი ადამიანები. დღევანდელი აცრის პროგნოზი არის დაახლოებით 4556, რაც ბუკინგზეა. სინოფარმზე არის 3156; სინოვაკზე – 1196; ასტრაზენეკაზე – 204.

დღეს კიდევ მოიმატებს ეს მაჩვენებელი და დიდი იმედი გვაქვს, რომ თანდათან ამ კვირის განმავლობაში ეს ზრდის დინამიკა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს. ცოტაა იმასთან შედარებით რაც გვინდა და რაც საჭიროა ამ კუმულაციური იმუნიტეტისათვის და ამიტომ ყველა ერთად, დღეს საბჭოს სხდომის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა. ჩვენი რეკომენდაციები იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის შემდგომი გაფართოებასთან დაკავშირებით რა გვჭირდება და ა.შ

საჭიროა მეტი ინფორმაციული და საკომუნიკაციო მუშაობა, შეხვედრა მოსახლეობასთან, ადგილებზე ცენტრიდან პირადი პასუხიმგებლობაა თითოეული უწყებისა და ადამიანის, რომ იყოს აცრილი. მაგალითად დღეს ძალიან კარგი ინიციატივით გამოვიდა სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელმაც დაანონსა, რომ სტუდენტები და მასწავლებლები, ძირითადად ყველა შემოდგომისთვის იყვნენ აცრილები. ეს ძალიან კარგი ინიცატივაა.

ასევე ჩვენ გვაქვს ანალიზი, მალე გამოვაქვეყნებთ, ალბათ, – ერთჯერადი აცრის შემდეგ რამდენი იყო ინფიცირება – ეს არის სადღაც 0.08%-ის ფარგლებში და ორჯერადი აცრის დროს 0.03%-ის ფარგლებში. მთავარი რა არის, რომ ორჯერ აცრილებში კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია.

პირბადის ტარება ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვის საშუალება და ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ, ისევე როგორც უარი უნდა ვთქვათ დიდ თავშეყრებზე. დღეს ერთი რეკომენდაცია გავეცით, რომ თუ იქნება კონფერენციები თუ შეკრებები, იქ დაუშვან მხოლოდ ორჯერ აცრილი ადამიანები. სასტუმრო რომ იყოს უსაფრთხო, აუცილებელია პერსონალიც 2-ჯერ იყოს აცრილი“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქალებო, მნიშვნელოვანი დღეა და ამ დღეს ჩვენც ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ” – მარიკა არევაძე

ქალთა მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს 18:00 საათზე იკრიბება რუსთაველის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვისურვებდი თავისუფლება, ილუზორულობის ნაცვლად, სინამდვილედ გვექცია და მომავალში თარიღებზე მეტად რეალური თავისუფლება გვეზეიმა” –...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის...

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...