საქართველოს გენერალური პროკურატურა დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული აუდიო ჩანაწარების საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძე შეფასებებს აკეთებს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ადამიანი, ვინც ბრიფინგზე წარმოადგინა პროკურატურის პოზიცია, მისი უშუალო უფროსების დავალებით და ზოგადად პოლიტიკური მართლმსაჯულების გავლენით ახდენს ბევრი პოლიტიკური საქმის ფალსიფიკაციას”:
,,პირი, რომელიც წარმოდგენილი იყო ახლა, კონკრეტულად პროკურატურის სახელით საურობდა და რაღაც ფალსიფიკაციაზე, ასე ვთქვათ, აკეთებდა აქცენტს – უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ სწორედ ეს ადამიანი, მისი უშუალო უფროსების დავალებით და ზოგადად პოლიტიკური მართლმსაჯულების გავლენით, ახდენს ზუსტად ძალიან ბევრი პოლიტიკური საქმის ფალსიფიკაციას.
ამიტომ, როდესაც ასეთ ბრიფინგზე გამოვა და რაღაც ვერ ჩამოყალიბდება ჯერ ფალსიფიცირებულია თუ არ არის ფალსიფიცირებული, ავთენტურია თუ არ არის ავთენტური – არ ვიცი, ეს ყოველ შემთხვევაში არის იმისი დადასტურება როგორი მართლმსაჯულების სისტემა გვაქვს.
ერთი ვერ გავიგე, უკაცრავად, მილისტები რას ნიშნავს?! ეგ ვერ გავიგე!
როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ თურმე ეს სიტყვა სხვა არის და ის სხვა. მე მგონი უნდა ჩამოყალიბდნენ, ქართულად მეტყველებენ თუ საერთოდ რას აკეთებენ?! ამიტომ სასაცილოა და კარიკატურული იყო“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


