spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონებიგაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე მიღებულ იქნა მორიგი...

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე მიღებულ იქნა მორიგი რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე მიღებულ იქნა მორიგი რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის“ შესახებ.

რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად. ამასთან, ის გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ხაზს უსვამს დევნილთა საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების აუცილებლობა. აღნიშნული დებულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი პერიოდით ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონსა და მთელ ცხინვალის რეგიონში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე.

მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის გათვალისწინებით.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის ყოველწლიური მიღება ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში და იპყრობს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა: რას ნიშნავს საქართველოსთვის ჩინეთთან დაახლოება” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის...

“არანაირი ამერიკასთან და ევროპასთან დალაგება “ქართულ ოცნებას” არ უნდა” – ელენე ხოშტარია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია "ქართული ოცნების"...

“ივანიშვილი რამდენიმე ხერხით ცდილობს ამერიკასთან დალაგებას…” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგების მხრივ მმართველი გუნდის და...

“კუდაბზეკილ ევრობიუროკრატიას საკუთარი თავი კეთილსინდისიერების ეტალონად მიაჩნია” – ზაალ ანჯაფარიძე

ევროკავშირთან ურთიერთობის მხრივ კონკრეტულ მოსაზრებებს გამოთქვამს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: "ჩვენი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...