კვირა, მაისი 11, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19"თუ არ დავიცავთ რეგულაციებს, თუ არ ავიცრებით, ზაფხულის...

“თუ არ დავიცავთ რეგულაციებს, თუ არ ავიცრებით, ზაფხულის ბოლოს – შემოდგომის დასაწყისში შესაძლებელია მე-4 ტალღის დაწყება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის დაწყების შესახებ ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გარკვეული მსჯელობა:

ივლისიდან სამიზნე მაჩვენებლებზე რომ გავიდეთ, დაახლოებით გვჭირდება 20-25 ათასი აცრა ყოველდღიურად. ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს დადასტურება, რომ ივლის-ოქტომბერში ქვეყანა მიიღებს დაახლოებით 3 მილიონ 200 ათასზე მეტ დოზა ვაქცინას, ანუ ჩვენ შეგვეძლება ე.წ. მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. მე ხშირად გეუბნებოდით, რომ მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ მაშინ, როცა საწყობებში გარანტირებულად გვექნება ყველა თვის დასაწყისში გვექნება ვაქცინის სულ მცირე ნახევარი მილიონი დოზა.

იყო საუბრები და მომავალშიც იქნება, გარკვეულ შეღავათებზე როგორც “კომენდატის საათთან”, ასევე სამასპინძლო დაწესებულებებთან მიმართებაში. რაც შეეხება პირბადის ტარებას, სანამ კუმულაციური, კრიტიკული მასა ქვეყანაში არ აიცრება პირბადის ტარებაზე ჯერ უარს ვერ ვიტყვით.

ხოლო, თუ არ დავიცავთ რეგულაციებს, თუ არ ავიცრებით, ზაფხულის ბოლოს – შემოდგომის დასაწყისში შესაძლებელია მე-4 ტალღის დაწყება“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ჟურნალისტებთან გუშინდელი შეხვედრისას ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ უმჯობესდება ეპიდსიტუაცია, თუმცა ამან არ უნდა გაგვათამამოს და ისევ მკაცრად უნდა დავიცვათ რეგულაციები:

უმჯობესდება ეპიდსიტუაცია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს და არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას. ჩვენ ყველა, უნდა დავემორჩილოთ რეგულაციებს. კი, ძალიან კარგია, როდესაც გვინდა დიდი სადღესასწაულო თავყრილობები, მაგრამ კარგა ხანი ამაზე უარი უნდა ვთქვათ იმიტომ, რომ ყველა დიდი გავრცელება იწყება ამ დიდი თავყრილობებიდან.

უნდა დავიცვათ რეგულაციები! მესმის, რთულია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. სამწუხაროდ, პატარა საქართველოსთვის ყოველდღიურად 15-17 თუ 20 გარდაცვლილი – ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და ტრაგედია,” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უკვე ძალიან წუხან “პატრიოტი” რუსქოცები, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის”...

რუსეთში დაგეგმილ, 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით, გაჩდა ერთგვარი შიშნარევი...

“ამორალური შემოქმედებაში მხოლოდ ცენზურის არსებობა და ჩარჩოები შეიძლება იყოსყოჩაღ იმ მწერალს, იმ პოეტს, იმ...

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ლიტერატურის, შემოქმედების, ხელოვნების თავისუფლების მნიშვნელობაზე...

“ეს სანქციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ამ დასასანქცირებელთა სიით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს აღიქვამენ...

“დააკვირდით, როგორ არიან ჩართული საპროტესტო დესტრუქციულ აქციებში ცალკეული მედია საშუალებები” – ზაალ ანჯაფარიძე

საპროტესტო აქციების ორგანიზება-მხარდაჭერის მხრივ მედიის მნიშვნელოვან როლზე საუბრობს ანალიტიკოსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...