spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გეუბნებით, ახალ ძალებს პირადად ჩავუდგები სათავეში" - მეუფე...

“გეუბნებით, ახალ ძალებს პირადად ჩავუდგები სათავეში” – მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ჟურნალისტებთან შეფასებისას აღნიშნავს, რომ ამ არჩევნებზე სიტუაციას გადახედავს, როგორ წარიმართება პროცესი და ამასთან აანონსებს ახალი ძალის შექმნას, რომელსაც თავად ჩაუდგება სათავეში. მისი თქმით, არც მხარდამჭრების მობილიზება არ გაუჭირდებათ და არც არჩევნებში გამარჯვება:

ამ არჩევნებს შევხედავ, გავატარებ, შევხედავ რა ხდება და რა არა. იმის საშუალება აღარ ეგონოთ პარტიებს, რომ კიდე ქუჩაში დავსმათ და დაიწყონ რაღაც ყვირილი. მერე ჩავერთვებით ყველანაირი ფორმით. საქართველოს ასეთ არევას არავის ვაპატიებთ. მანამდე უკვე ეკლესიაში მოგვარებული გვექნება საქმე მათთან, ვინც ეკლესიას მტრობს.

მე ვთქვი, რომ ჩვენ ჩავუდგებით ახალ ძალას და მოფიქრებულიც გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ. არაფერი არ გაგვიჭრდება, არც მხარდაჭერა არჩევნებზე გამარჯვებისთვის.

ბოლოს რა პარტიებიც შემოვიდნენ არცერთ მათგანთან არ ვითანამშრომლებთ. ლევან ვასაძეს არ ვიცი რა აზრები აქვს.

გეუბნებით, ახალ ძალებს პირადად ჩავუდგები სათავეში.

გახარიასაც თავისი მომხრეები ეყოლება, ბატონ ლევანსაც თავისი და „ნაცმოძრაობასაც“ თავისი. გეუბნებით, მე არ მაქვს კავშირები ვასაძესთან. ვიცნობთ ერთმანეთს, ვხვდებით ეკლესიაში; ისევე, როგორც სხვა ბიზნესმენები, რაღაც-რაღაც პროექტებში მონაწილეობდნენ. სახელმწიფოს მომავლის ხედვაზე, აბსოლუტურად კარგი ხედვა გვაქვს, ვიცით რა უნდა შეიცვალოს, რა უნდა გაკეთდეს.

იმის შიში არ გქონდეთ, რომ რუსულ ძალას ან ანტიქართულ ძალას ხელში ჩავუგდებთ ქვეყანას. სხვებიც ცოტა გამოფხიზლდენენ, მარტო ის არ არის, რომ 500 ათასი კაცი მიჭერს მხარსო, რაში გიჭერს, რომ ანგრევ ქვეყანას? გარეთ რომ გამოდიხარ და არ შედიხარ? 90-იან წლებში კიდე კარვების ქალაქი მესმის და ახლა შეიძლება?! რას დავამსგავსეთ თბილისი?“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, გინდ სიტყვიერი იყოს, გინდ ფიზიკური” – კახა კალაძე

„ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა,...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“ერთადერთი ჯანსაღი რეაქცია პარლამენტში გამართულ ანგარიშსწორებაზე არის ზიზღი კონკრეტული ადამიანების მიმართ, ვინც ეს გააკეთა”...

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას მძიმე შეფასებებით ეხმაურება განათლების ყოფილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...