spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კულტურის უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური მინისტრის პასუხად ვიტყვი..." -...

“კულტურის უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური მინისტრის პასუხად ვიტყვი…” – ნიკა გვარამია

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ირონიანარევ კრიტიკას პასუხობს ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია:

ქალბატონი წულუკიანი კვლავ “მოწოდების სიმაღლეზეა” და პოლიტიკურად მოტივირებული და შეფუთული ტყუილებით და აბსურდული ბრალდებებით ცდილობს პასუხისმგებლობა აარიდოს ქართული ოცნების ხელისუფლების შემზარავ დანაშაულს, რასაც გელათის სამონასტრო კომპლექსის განადგურების პირას მიყვანა ქვია.

კულტურის უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური მინისტრის პასუხად ვიტყვი:

1. “გელათის დამცინავი პოსტი” არასდროს დამიდია. პირიქით, ძალიან განვიცდი გელათის მდგომარეობას და არ მგონია საღლიცინო თემა იყოს, რა განწყობაც ჩემ სტატუსებში კი არა, თავად წულუკიანის ბრიფინგში იკვეთებოდა. არც სიტყვა “სკოჩი” მიხსენებია და არც რამე მიმტკიცებია. ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ და ხდება – საქართელოს მთავარი კულტურულ-რელიგიური და ისტორიული ძეგლის კარს მომდგარი კატასტროფა;
2. ის, რომ წებოვანი ლენტი გაუგებრობას წარმოშობს, მისივე უწყების – ძეგლთა დაცვის სამსახურის ბრალია, რომელსაც თავისი განმარტებით უნდა ამოეწურა ეს გაუგებრობა. რაციონალური და კომპეტენტური განმარტებები ვერ ჩანაცვლდება წულუკიანის “სიტყვაკაზმული” ბრიფინგით და მისი მითითებებით ანონიმ ექსპერტებზე, რომლებიც თურმე “ნაწყენი და გაბრაზებული” არიან. აქვე აღვნიშნავ, რომ მიუხედავად ჩვენი არაერთგზისი მიმართვისა ძეგლთა დაცვის სამსახურისადმი, საერთოდ არანაირი განმარტება არ მიგვიღია;
3. და ბოლოს, სრულიად უკონტექსტო, კომიკური და მოგონილი ბრალდება ჩემს მიმართ, თითქოს მთავრობაში ყოფნის დროს, ფეისბუკით არ გამოვეხმაურე რაღაც ნახატების და მუზეუმების თემას. განვუმარტავ ქალბატონ წულუკიანს, რომ 2010 წელს არც ერთი თანამდებობა არ მეკავა, მეტიც, საერთოდ არ ვიმყოფებოდი საქართველოში, ვცხოვრობდი და ვსწავლობდი აშშ-ში. ამას გარდა, საერთოდ, ან რა ნახატებზე ან რა მუზეუმზე საუბრობს ქალბატონი წულუკიანი, ისიც კი არ მესმის.

რაც შეეხება ფეისბუკზე გამოხმაურებებს, რაღაც არ მახსოვს, მთავრობაში ყოფნის დროს, თავად წულუკიანი გამოხმაურებოდა გელათთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს. არა და, როგორც თვითონ დღეს განაცხადა, 2008 წლიდან 2020 წლამდე, დანაშაულებრივი ექსპერიმენტები ტარდებოდა თურმე გელათზე. ამ წლებში კი, 2012დან 2020მდე, სწორედ ქალბატონი წულუკიანი იყო მთავრობაში, და არა მე“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზარი და მიმოწერა ისევ აკრძალული აქვს. დედას ხმა გამაგონეთ❗️” – მარიამ ხარშილაძე, ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით,...

“როდესაც ანადგურებ იმას, რაც შენი აშენებული არ არის, ამტკიცებ, რომ უბრალოდ ზედმეტად მცირე ხარ...

ბიზნესმენ ფადი ასლის შეფასებები კონკრეტული შედარება-მინიშნებებით: "მემკვიდრეობისადმი, როგორც ადვილად მოსაშორებელ...

“გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ” – კახა კალაძე ევროპელ პოლიტიკოსებზე

„გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რა...

“გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გვიჩვენებს, თუ როგორი ქაოტური და უყურადღებო ვითარებაა გზებზე” – ანა...

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დამთავრდა - ავარიას დედა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...