spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"მე არ მაქვს "ქართული ოცნების" გონიერების იმედი და...

“მე არ მაქვს “ქართული ოცნების” გონიერების იმედი და ილუზია, რომ ნიკა მელიას გამოუშვებენ საპატიმროდან, თუმცა ეს იქნებოდა ყველაზე გამართლებული და სწორი სვლა” – სერგო ჩიხლაძე

დღეს გაიმართა ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი. ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა სერგო ჩიხლაძემ გონივრულ სვლად სასამართლოსა და ხელისუფლების მხრიდან, ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საპატიმროდან გამოშვება მიიჩნია, თუმცა ამის იმედი არ აქვს:

,,ყველაზე გონივრულად გადადგმული ნაბიჯი მოსამართლის და ,,ქართული ოცნების“ მხრიდან იქნებოდა, რომ ნიკა მელია გამოუშვან საპატიმროდან. ეს იქნებოდა მათივე იმიჯისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

სამწუხაროდ, მე არ მაქვს ,,ქართული ოცნების“ გონიერების იმედი და ილუზია, რომ დღეს გაუშვებენ, თუმცა ეს იქნებოდა ყველაზე გამართლებული და სწორი სვლა“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

სერგო ჩიხლაძემ ამნისტიის კანონთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტი მნიშველოვან საკითხებს ითვალისწინებს და მიზანია, რომ ზუსტად ეგ იქცეს კანონად:

გუშინ ოპოზიციამ 5 საათზე შევიტანეთ ჩვენი ვერსია ამნისტიის კანონპროექტის და რა თქმა უნდა, შევეცდებით, ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღოს ამ ვერსიამ.

რაც მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მინდა განვუმარტო ჩვენს თანამოქალაქეებს, არც ერთ ვერსიაში არ არის პუნქტი, რომელიც შეიწყალებს თვალის დამთხრელებს, წამებაში ეჭვმიტანილებს იმიტომ, რომ ეს მუხლები გადაზღვეულია საერთაშორისო კონვენციებით.

ჩვენსა და ხელისუფლების კანონპროექტს შორის არის განსხვავებები. მაგ, დაზარალებულის თანხმობასთან და პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირეთან დაკავშირებით.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მუხლები ასახული იყოს ამ კანონში“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იქნებ 26 მაისის საპროტესტო აქციაზე კატეგორიულად გამოიკვეთოს მოთხოვნები” – ბეჟან ჯავახია

26 მაისისთვის "ოპოზიციის ალიანსის" მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით კონკრეტული...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...