პარასკევი, მარტი 14, 2025
23.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარისპორტი2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ჯგუფის...

2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ჯგუფის მეორე წევრი ცნობილია

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ (GBF) თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპის მომავალ საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები თურქეთთან ერთად იასპარეზებს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

თურქეთი ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა, რომელიც სპორტში და განსაკუთრებით კალათბურთში საკმაოდ მაღალ დონეზეა და ამ ქვეყნის ნაკრების თბილისში ხილვა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იქნება. ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს მაყურებელი არ მოაკლდება, რაც ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის,“ – განაცხადა პაატა გურასპაულმა.

კომენტარი ასევე გააკეთა თურქეთის კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ემინ ბალჩმა:

ჩვენ კმაყოფილები ვართ საქართველოსთან პარტნიორობის დამყარებით, რომელიც ევრობასკეტ 2022-ის ერთ-ერთი მასპინძელი და ჩვენი ახლო მეზობელი ქვეყანაა. ჩვენ გვჯერა, რომ უფრო ახლოს და ინტენსიურად ვიგრძნობთ ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია თბილისში ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული შედეგის მოპოვება,“ – განაცხადა ემინ ბალჩმა.

როგორც კალათბურთის ფედერაცია იუწყება, ნაკრებებს შორის თამაში 2022 წლის სექტემბერში თბილისში გაიმართება. ცნობილი გახდა ისიც, რომ “ევრობასკეტ 2022”-ს 4 ქვეყანა – გერმანია, საქართველო, იტალია და ჩეხეთი უმასპინძლებს. გერმანიამ და ჩეხეთმა თავიანთ ჯგუფებში პარტნიორებად შესაბამისად ლიეტუვა და პოლონეთი დაასახელეს. საქართველომ, როგორც აღინიშნა, – თურქეთი, ხოლო იტალიამ – ესტონეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი ჩემპიონატისთვის თითო ჯგუფის 2-2 წევრი უკვე ცნობილია, დანარჩენ წევრებს ევრობასკეტის კენჭისყრა გაარკვევს, რომელიც 29 აპრილს, ბერლინში გაიმართება.

ავტორი
ანა თეზელაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“მთელი ცხოვრება ჩმორი მაინც და მაინც ამ სტიქიურ უბედურებაში აბლატავდა” – შალვა ნათელაშვილი არჩილ...

დიდთოვლობის დროს, გურიაში სტიქიის ზონაში, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ...