პარასკევი, ივლისი 4, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციებიჩიკაგო-2019, ბლოკჩეინ კონგრესი: უპრეცენდენტო ინტერესი აკადემიური წრეების მხრიდან

ჩიკაგო-2019, ბლოკჩეინ კონგრესი: უპრეცენდენტო ინტერესი აკადემიური წრეების მხრიდან

2 აპრილს, ჩიკაგოში, ბლოკჩეინ კონგრესი გაიმარება. ღონიძიებას, რომელსაც ქართული “ინოვაციებისა და განვითარების ფონდი” (IDF) მასპინძლობს, მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან ეყოლება სტუმარი. კონგრესი მესამე წელია შტატებში იმართება და წელს, დაინტერესებულ პირებს, საშუალება ექნებათ დარგის 50-ზე მეტი სპეციალისტის მოხსენებას მოუსმინონ.

წლევანდელი ღონისძიება პარტნიორებისა და სპონსორების მრვალფეროვნებითაც გამოირჩევა. ფონდის ჩრდილოეთ ამერიკის ხელმძღვანელის თქმით, უპრეცენდენტო ინტერესი დაფიქსირდა აკადემიური წრეების მხრიდან. კონგრესში მონაწილეობის სურვილი ამერიკის წამყვანი უნივერისტეტების პროფესორებმა გამოთქვეს.

დეტალებზე, IDF-ის ჩრდილოეთ ამერიკის ოფისის ხელმძღვანელი გივი ჩიქოვანი საუბრობს:

ჩვენი პარტნიორები არიან წამყვანი საინვესტიციო ფონდები. მაგალითისთვის შემიძლია დავასახელო კომპანია “Jump Capital“, რომელიც საშუალოდ 5 დან 20 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას ახორციელებს ბლოკჩეინ კომპანიებში. 2 აპრილს, ჩვენ, ამ საინვესტიციო ფონდის თანადამფუძნებელი, პიტერ ჯონსონი გვეწვევა. შემოგვიერთდა “Outlier venture”-ს დამფუძნებელი, რუმი მორალესი – საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ბლოკჩეინ მიმართულებით ახორციელებს კაპიტალდაბანდებას. ღონისძიებაზე დასასწრებად, სპეციალურად შანხაიდან ჩამოდის კენ ჰუანგი. ის არის საერთაშორისოდ აღიარებული სპიკერი ბლოკჩეინის სფეროში და “DistributedApp”-ის დამფუძნებელი. აშშ-ს სხვადასხვა შტატიდან გვიერთდებიან, ასევე, ბლოკჩეინის ალიანსებიც. გვყავს გამომსვლელი, რომელიც ჰიუსტონის ბლოკჩეინ ალიანსის დირექტორია“- განაცხადა გივი ჩიქოვანმა.

როგორც ქართული “ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიების მთავარი თემები იქნება ბლოჩეინი და რეგულაციები, ბლოკჩეინი და AI (ხელოვნური ინტელექტი), ენერგო სექტორი, უძრავი ქონება, უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, დეველოპმენტი და ჯანდაცვა. მოწვეულ სტუმრებთან და დამსწრეებთან ერთად, განიხილავენ საკითხებს, თუ როგორ შეიძლება დეცენტრალიზება საზოგადოებას, საბოლოოდ, სხვადასხვა მიმართულებით და არა მხოლოდ კრიპტოვალუტის სეგმენტში გამოადგეს.

“ინოვაციებისა და განვითარების ფონდი” 2014 წელს დაფუძნდა გიორგი ვაშაძის მიერ და წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, კიევსა და ჩიკაგოში.“ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” მიერ, უკრაინაში უკვე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, მათ შორის იუსტიციის სახლები – “გოტოვო”. ფონდის ინიციატივით შეიქმნა უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო და მომზადდა კანონპროექტი ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის თაობაზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom: აბონენტებს 5G-ის უკვე სამივე ოპერატორი მიაწვდის

საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი სამივე მსხვილი ოპერატორის აბონენტებისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...