spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნაც-აქტივისტებს არც პოზნერი აინტერესებთ, სინამდვილეში, არც აფხაზეთი და...

“ნაც-აქტივისტებს არც პოზნერი აინტერესებთ, სინამდვილეში, არც აფხაზეთი და სამაჩაბლო” – მამუკა მდინარაძე

რუსეთიდან საგანგებოდ, საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოსულმა ჟურნალისტმა,  ვლადიმერ პოზნერმა, ასევე მის მიერ მოწვეულმა რუსული დასისა და მედიის წარმომადგენებმა, დღეს დილით დატოვეს საქართველოს ტერიტორია, მწვავე საპროტესტო აქციის შემდეგ. ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მომხდარი ფაქტის შეფასებისას განაცხადა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს არც პოზნერი აინტერესებთ, არც სამაჩაბლო და აფხაზეთი:

,,ვიმსჯელოთ საერთოდ ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც სააკაშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა. ოღონდ მანამდე უნდა ვიმსჯელოთ, მაგალითად, ,,ნაციონალური მოძრაობის” მომხრე პოლიტიკოსი ჟიგიმანტასი შემოვუშვათ თუ არა საქართველოში, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პრაქტიკულად იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

უნდა დავაყენო საკითხი: ახალგორის და კოდორის რუსეთისთვის გადამფორმებელი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს და უნდა არსებობდეს თუ არა ამ ქვეყანაში.

ეს ყველაფერი არის ფსევდოპატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია. ნაც-აქტივისტებს არც პოზნერი აინტერესებთ, სინამდვილეში, არც აფხაზეთი და სამაჩაბლო. მათ სრული ისტერია აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნით და გარეთაც გამარგინალდნენ. ერთადერთი, რაც დარჩენიათ არის ქვეყანაში მუდმივი რყევებისა და დესტრუქციის მცდელობა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თურმე, ქოლ-ცენტრების საქმეს იმიტომ ვიძიებდი, რომ კონკურენტების ჩაძირვა და “კადრების გადმობირება” მინდოდა, ეს იგივეა...

პროკურატურის ბრალდებებს კონკრეტული პარალელებით და მინიშნებებით პასუხობს "ქრონიკა +"-ის...

“ეკონომიკური პროპაგანდით რომ მაცივარი ივსებოდეს, რა უჭირდათ რეჟიმებს და ბიუჯეტის ქურდებს 😁” – ნიკა...

კონკრეტული ეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, მმართველი გუნდის წარმატებებზე ცალკეულ შეფასებებთან...

“კორუფციაში ჩაძირულ მთავრობას რაში აინტერესებს ხალხი და მათი ბავშვები” – ანა დოლიძე

რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ სკვერში მომხდარ შემთხვევას, რა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...