spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარჩილ თალაკვაძე: დღესაც გვჭირდება ის ერთიანობა, სულისკვეთება და...

არჩილ თალაკვაძე: დღესაც გვჭირდება ის ერთიანობა, სულისკვეთება და მიზანსწრაფულობა, რაც 1991 წლის 31 მარტს იგრძნობოდა საქართველოში

დღესაც გვჭირდება ის ერთიანობა, სულისკვეთება და მიზანსწრაფულობა, რაც 1991 წლის 31 მარტს მძლავრად იგრძნობოდა საქართველოში – გვჭირდება ჩვენი ხვალინდელი დღის შესაქმნელად“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარებიდან 30 წლისთავი მიულოცა და ამ თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეფერენდუმის შედეგი იყო თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანი იდეალებისთვის მებრძოლი ხალხის ნების გამოხატულება:

30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმზე საზოგადოებამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. ეს იყო საზოგადოების ერთობის, აგრეთვე, თავისუფლების და დემოკრატიისთვის მებრძოლი ხალხის ნების უმნიშვნელოვანესი გამოხატულება. ეს დღე შეგვახსენებს, თუ რაოდენ დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე. ასევე, ნიშანდობლივია და მსურს, აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედგები, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება და ჩვენი ურყევი და მტკიცე მეგობრობის დასაწყისი გახლდათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი და მისთვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი ოჯახის...

„ყოველთვის, როდესაც ოპოზიცია მორიგ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, მათი პარტიული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...