spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში, ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაში"...

“ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში, ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაში” – ირაკლი ღარიბაშვილი

ოპოზიციის მიერ 15 მაისისთვის დაანონსებულ აქციას ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ორი თვით ადრე აქციის დაანონსება იმის მანიშნებელია, რომ ოპოზიციის აქციებზე მათი მხარდამჭერებიც არ მიდიან:

მე მინდა გამოვეხმაურო იმ ორგანიზებულ თავდასხმას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განახორციელეს ბორელის მისამართით. ეს კიდევ უფრო უჩვენებს, თუ რა ძალასთან გვაქვს საქმე, მე ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას და მათ დესტრუქციულ ქმედებებს.

აქედან გამომდინარე მე მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ოპოზიციას სულ 2 არჩევანი დარჩა დღეს. ერთი, რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში, დაასრულონ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, ეს მასკარადი.  და მეორე – თუ ისინი კვლავაც გააგრძელებენ დესტრუქციულ ქმედებების განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული.

ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციის გამართვა ორი თვის შემდეგ, იმაზე მიუთითებს, რომ მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე საკუთარი მხარდამჭერებიც კი აღარ დადიან, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში, ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაში, მე ვგულისხმობ სააკაშვილის ფრთას და ზოგადად მათ რადიკალურ ქმედებებს,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“გაბოროტებაა ისიც, როცა სხვის წარმატებას ვერ ამჩნევ, არ გიხარია, თითქოს არც მომხდარა” – გოჩა...

სოციალურ ქსელში ყურადღების გამოჩენის დეფიციტზე მიანიშნებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: "გაჭირვების...

“გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გვიჩვენებს, თუ როგორი ქაოტური და უყურადღებო ვითარებაა გზებზე” – ანა...

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დამთავრდა - ავარიას დედა...

“პოლიტიკოსებმა ყველა ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მოახდინონ სწორი პოლიტიკური ანალიზი და შესაბამისად იმოქმედონ” – მანანა...

კონკრეტული ფაქტების გახსენებით, პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს განიხილავს საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...