ორშაბათი, ივლისი 7, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"კონკრეტულ მედიასაშუალებებში მიზანმიმართულად ხდება დეზინფორმაციის გავრცელება და პანიკის...

“კონკრეტულ მედიასაშუალებებში მიზანმიმართულად ხდება დეზინფორმაციის გავრცელება და პანიკის დათესვა” – კახა კალაძე

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ ზონაში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გაძლიერებული:

მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მეწყერს. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, კონკრეტულ მედიასაშუალებებში მიზანმიმართულად ხდება დეზინფორმაციის გავრცელება და პანიკის დათესვა. პირველ რიგში, იყო საუბარი იმაზე, თითქოს, დედაქალაქის მერიამ დამალა ეს პრობლემა ან პირიქით, არც იცოდა ამის შესახებ. ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემაზე, რომელიც დედაქალაქში რამდენიმე ათეული წელია არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენც ვიცოდით ამის შესახებ და მეტიც, ეს ყველაფერი ოფიციალურ ვებგვერდზე – www.tas.ge-ზე ატვირთული იყო. ნებისმიერ ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა, ენახა ინფორმაცია ყველა იმ პრობლემურ ადგილთან დაკავშირებით, რომელიც ქალაქში გვაქვს. ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიას. სამწუხაროდ, თბილისში მსგავსი მეწყერსაშიში ადგილები კიდევ გვაქვს, რომლებიც ჩვენ მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულია. სამუშაოების ფარგლებში, ყოველდღიურად ვაკვირდებოდით არსებულ ფერდს და როცა გაჩნდა იმის საშიშროება, რომ პრობლემები შეიძლებოდა შექმნილიყო, მოძრაობა მაშინვე ორმხრივად ჩაიკეტა. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას წერილობითაც ვაცნობეთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, დედაქალაქის მერის თქმით, პრობლემის მოგვარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მათ შორის, დამონტაჟდება სპეციალური მონიტორინგის სისტემა. ასევე, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები მუნიციპალიტეტს სთავაზობენ, რომ მონიტორინგთან ერთად, განხორციელდეს გამაგრების სამუშაოები და დრენაჟი:

ამ ეტაპზე, სამუშაო ჯგუფი განაგრძობს კვლევა-პროექტირებას ჩვენ მიერ მოწვეულ გერმანელ სპეციალისტებთან ერთად. მათ დადებითად შეაფასეს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები, რომ მოძრაობა ჩაიკეტა ორმხრივად და სამუშაოები შეჩერებულია. ამასთან, იქნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული, რომ უნდა დამონტაჟდეს სპეციალური მონიტორინგის სისტემა, რაც მოგვცემს საშუალებას, არ გამოგვრჩეს არავითარი ცვლილება. გარდა ამისა, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები გვთავაზობენ, რომ მონიტორინგთან ერთად განხორციელდეს გამაგრების სამუშაოები და დრენაჟი. უფრო მეტად დაკონკრეტდება მისაღები ზომები კვირის ბოლოსკენ, როცა უკვე გვექნება სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული კვლევის პირველადი მონაცემები.

სიტუაციას ვაკონტროლებთ, ყოველდღიურად ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს. თუ რაიმე იქნება, პირველ რიგში ჩვენ მივაწოდებთ მოსახლეობას სრულყოფილ ინფორმაციას. მოვუწოდებ ყველა მედიასაშუალებას, ექსპერტს, რომ არ გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია. ჩვენ მაქსიმალურად გავაძლიერეთ უსაფრთხოება და ვცდილობთ, იქ არ შევუშვათ მოქალაქეები. ძალიან ბევრი ადამიანი ადის, ნახულობს და მერე ჩამოაქვთ არასწორი ინფორმაცია, აქვთ მცდელობა პანიკა დათესონ. თუ მათ რეალურად გული შესტკივათ არსებულ მდგომარეობაზე, ჩვენი კარი ღიაა და შეუძლიათ, სამუშაო ჯგუფში ჩაერთონ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული მეწყერსაშიში ზონის მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის არანაირი სამუშაო არ განხორციელებულა და არც მომავალშია დაგეგმილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“სუფთა სინდისით შემიძლია დღეს გითხრათ – მოგიტ***თ სამართლიანობა” – გოჩა მირცხულავა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბრობს და მძიმე...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“რუსული რეჟიმი დაემხობა და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება!” – ნინო...

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მწვავე შეფასებებს აძლევს ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...

“ასეთი უტიფარი სიტყვა, თვით ქოცური პროკურატურისთვისაც კი წარმოუდგენელი იყო” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...