სამშაბათი, ივნისი 17, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირელიგია და ტრადიცია"მთელი გულით გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს - ნოვრუზ ბაირამნეზ...

“მთელი გულით გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს – ნოვრუზ ბაირამნეზ მუბარეკ ოლსუნ” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა მათ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე არის სიმბოლო განახლების, ახალი სიცოცხლისა და სიყვარულის.

ჩემთვის დიდი პატივია, პირადად მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამი. ეს დღე არის სიმბოლო განახლების, ახალი სიცოცხლის, სიყვარულის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა, ურთიერთობა. პანდემიის გამო, ჩვენ განსხვავებულ ფორმატში მოგვიწია ამ დღის აღნიშვნა. მახსოვს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ვიყავი, ჯერ კიდევ პირველ ჯერზე, მაშინ პირადად ჩამოვდიოდი მარნეულში და ერთად აღვნიშნავდით ამ დღეს. სამწუხაროდ, დღეს, პანდემიის გამო, სხვა ვითარებაში გვიწევს მუშაობა. აქედან გამომდინარე, მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ ამ რეალობის გათვალისწინებისთვის. კიდევ ერთხელ, მთელი გულით გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს – ნოვრუზ ბაირამნეზ მუბარეკ ოლსუნ“, – აღნიშნა პრემიერმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...