შაბათი, მაისი 10, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19"ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, თუმცა...

“ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, თუმცა არა უიმედო” – ეკატერინე ტიკარაძე

27 წლის ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმების ერთობლივი კონსილიუმი გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესწრებოდა. კონსილიუმში მონაწილეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი და სხვა ექიმები იღებდნენ.

ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დღეს დაუფიქსირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.

კონსილიუმის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

კონსილიუმს ესწრებოდნენ ექიმების სრული შემადგენლობა, მათ შორის იყო ექიმი, რომელმაც პაციენტს ადგილზე საჭირო დახმარება გაუწია. მისი მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ, თუ რა კონკრეტული ქმედებები იქნა განხორციელებული, პაციენტთან მიმართებაში.

ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია შოკის კლინიკით. მისი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, მას უტარდება ყველა საჭირო კვლევა, რომელიც შემდგომში იქნება გათვალისწინებული, მისთვის საჭირო მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებისთვის.

ექიმებმა, ასევე, მიიღეს გარკვეულ ნაბიჯებზე გადაწყვეტილება, თუ როგორი იქნება შემდგომი ტაქტიკა კვლევების შედეგად დაზუსტებული მდგომარეობის შემდეგ. თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, იქნება შეტანილი შესაბამისი ცვლილებები.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შემდეგი 24 საათი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, პაციენტის დინამიკის განვითარებისთვის და უნდა დაველოდოთ შემდეგ მოვლენებს.

ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, თუმცა არა უიმედო,” – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

რამდენიმე საათით ადრე კი მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოდ აღიარა და ქვეყნებს მისი გამოყენების გაგრძელებისკენ მოუწოდა:

ევროპის წამლის სააგენტოსგან სულ რამდენიმე წუთის წინ შევიტყვეთ „ასტრაზენეკას“ მიმართ გაკეთებული დასკვნა, რომლის თანახმადაც, ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არც ერთ ქვეყანას იმის საფუძველს, რომ შეჩერდეს „ასტრაზენეკას“ მოხმარება. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემს საქმიანობას იკვლევს წულუკიანის “კომისია”, ხოლო ქოცების საქმიანობას 🇺🇸 ამერიკის კონგრესის მთელი შემადგენლობა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ შეფასება-შედარებას ახდენს მისი...

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“დააკვირდით, როგორ არიან ჩართული საპროტესტო დესტრუქციულ აქციებში ცალკეული მედია საშუალებები” – ზაალ ანჯაფარიძე

საპროტესტო აქციების ორგანიზება-მხარდაჭერის მხრივ მედიის მნიშვნელოვან როლზე საუბრობს ანალიტიკოსი...

“ყოველდღეც რომ დაგვჭირდეს უნდა ვიდგეთ ქუჩაში, ყირაზეც დავდგეთ, შეუძლებელი შევძლოთ და საკუთარ თავებს ვაჯობოთ,...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...