spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველას ერთად გვაქვს პოზიტიური მოლოდინი" - მამუკა მდინარაძე

“ყველას ერთად გვაქვს პოზიტიური მოლოდინი” – მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და განაცხადა, რომ ორივე მხარის მოლოდინი არის პოზიტიური და 2 დღის განმავლობაში შეთანხმება უნდა შედგეს:

,,მე ვფიქრობ, რომ ამ 2 დღის განმავლობაში უკვე კონკრეტული შეთანხმება შედგება, რადგან ოპოზიციასაც, არამხოლოდ ჩვენ, ყველას ერთად მოგვიწევს, რომ გარკვეული კომპრომისული წინადადებებით წარვდგეთ ერთმანეთის წინაშე მედიაციის პროცესში.

როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა – წითელ-ყვითელ-ლურჯ ხაზებზე და ა.შ. არ ვისაუბროთ, თუმცა, ძალიან ცუდია, რომ გუშინ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, სამწუხაროდ, თავი ვერ შეიკავა ამაზე და წითელ ხაზებზეც ისაუბრეს.

მე მოვუწოდებ ყველას, რომ გვერდიდან დარტყმებისგან თავი შევიკავოთ, რაზეც შეთანხმება არსებობს, მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც გამოიკვეთა აშკარა კონტურები იმისა, რომ ჩვენ შეიძლება შევთანხმდეთ და ქვეყანა გადავიდეს პროაქტიურ დღის წესრიგზე, ვილაპარაკოთ საქმეზე და ვაკეთოთ ეს საქმე ყველამ ერთად, ამ დროს გვერდიდან დარტყმები აკრძალული მეთოდებით, არის ძალიან ცუდი.

სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. როგორც კი კონკრეტულ რაღაც წინადადებებს გეტყვით პლებისციტზე, რიგგარეშე არჩევნებზე, სხვადასხვა კომპრომისებზე, არჩევნებზე, გაყალბებაზე, რაც ერთ-ერთი “ფეიკი” იყო, არანაირი საკითხი არ შემიძლია დაგიკონკრეტოთ – “ეს არის თუ მოიხსნა დღის წესრიგიდან, დარჩა” – არ იქნება სწორი, ამით დავაზიანებთ პროცესს.

ყველას ერთად გვაქვს პოზიტიური მოლოდინი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

⛪ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი – 28 აპრილი 2026 წელი, თბილისი

⛪ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი ➡️ 28 აპრილი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...