ორშაბათი, აპრილი 21, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"ყველა ბიზნესის უკან დგანან ადამიანები, ოჯახები და მათ...

“ყველა ბიზნესის უკან დგანან ადამიანები, ოჯახები და მათ დახმარება სჭირდებათ” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალური ქსელით დედაქალაქში მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედების ინიციატივას გამოეხმაურა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ეკონომიკის ბევრი დარგი, მათ შორის, სარესტორნო ბიზნესი, რომელიც ხელშეწყობას საჭიროებს:

მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს იდეის მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის ამ ბიზნესის ხელშეწყობა. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ რესტორანზე ან კაფე-ბარზე. მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც დასაქმების კუთხით. ტურისტების რაოდენობის ზრდაც განპირობებული იყო იმით, რომ ყველას უხაროდა თბილისში ჩამოსვლა, საინტერესო ადგილების დათვალიერების გარდა, გემრიელი ქართული კერძების დაგემოვნება. ამდენად, ეს ბიზნესი პრობლემების წინაშე მარტო არ უნდა დავტოვოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, არა მხოლოდ საქართველო, მსოფლიო ძალიან რთულ პერიოდს გადის და ამ პრობლემებთან გამკლავება საერთო ძალისხმევით არის შესაძლებელი.

„ხელი უნდა შევუწყოთ ერთმანეთს და მაქსიმალურად შევძლოთ გარკვეული სექტორების გადარჩენა. ყველა ამ ბიზნესის უკან დგანან ადამიანები, ოჯახები და მათ დახმარება სჭირდებათ. ამასთან, რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, არ დაგვავიწყდეს რომ აუცილებელია, ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციების, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პირბადის ტარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინიციატივით, ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის 5 000 ლარით განისაზღვრა. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში, დაფინანსება 10 000 ლარს შეადგენს. სუბსიდიას მიიღებს ყველა ობიექტი, რომლებიც 2020 წლის 28 ნოემბრამდე დარეგისტრირდა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას” – გიორგი ვაშაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე...

“ეს ბრძოლა მხოლოდ დოიაშვილის კი არა, ჩვენი ყველას ბრძოლაა ვინც არ აპირებს შეეგუოს უსამართლობას”...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება,...

აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება....

ნანა ტოხვაძე: “ალბათ, მალე, რუსულ სახელმძღვანელოებსაც შემოგაშველებენ “სწრაფი ინტეგრაციის” მიზნებიდან გამომდინარე!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე პოლიტიკურ შეფასებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ეს არის ივანიშვილის ჯიბის პარლამენტი! ე.წ. კომისია კი ღალატის გარდა არაფერს ნიშნავს!” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საგამოძიებო კომისიაში მის დაბარებას...

“ჩვენს ოფიციალურ პირებს უსამართლო სანქციებს უწესებენ “მეგობრებად” მიჩნეული ქვეყნები” – ზაალ ანჯაფარიძე

დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ მორიგ სანქციებს მწვავედ ეხმაურება ანალიტიკოსი...