spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერებაა, დიდი პატივია ჩვენს უწმინდესთან,...

“ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერებაა, დიდი პატივია ჩვენს უწმინდესთან, პატრიარქთან შეხვედრა” – ირაკლი ღარიბაშვილი

დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, დიდი მოკრძალება და სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ, მთლიანად ეკლესიის მიმართ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საპატრიარქოში, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან, როგორც მთავრობის მეთაურმა, ეკლესიას სრული მხარდაჭერა აღუთქვა:

ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერებაა, დიდი პატივია ჩვენს უწმინდესთან, პატრიარქთან შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, დიდი მოკრძალება და სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ, მთლიანად ეკლესიის და საპატრიარქოს მიმართ.

მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი დრო არის გამოწვევებით აღსავსე. ჩვენ გავხდით მომსწრენი უპრეცედენტო შეტევისა ეკლესიის და უშუალოდ, პატრიარქის წინააღმდეგ. არნახული ცილისწამებების კასკადი ვიხილეთ და მოვისმინეთ, რაც, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი, ანტისახელმწიფოებრივი, არის მტრული და არ ემსახურება ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის ინტერესებს.

მეორეს მხრივ, მე, როგორც მთავრობის მეთაურმა, ეკლესიას სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღვუთქვი, კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და მაინც დოქებს მიადგნენ” – რომან გოცირიძე

გავრცელებული ინფორმაციით რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებაა მიღებული და მის...

“ვინმე “კერძო მესაკუთრე” 75 მილიონიან შენობას რომ ანგრევს, უფრო ძვირფასს რას აშენებს?” – ნიკა...

რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებას მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“არის თუ არა ეს მიზანმიმართული საბოტაჟი? ვის ინტერესშია ხალხის გაბოროტება და სიტუაციის გამწვავება?” –...

ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა შექმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...