spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კომენდანტის საათი" ოცნების ლიდერებზე, მათი ოჯახის წევრებზე და...

“კომენდანტის საათი” ოცნების ლიდერებზე, მათი ოჯახის წევრებზე და მათ მეგობარ ბიზნესმენებზე არ ვრცელდება?! – სერგო ჩიხლაძე

ხელისუფლების მხრიდან “ორმაგ სტანდარტზე” საუბრობს პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე და მმართველი პარტიის მისამართით შეკითხვას სვამს, თუ რატომ არ ვრცელდება კომენდატის საათი ოცნების ლიდერებზე, მათი ოჯახის წევრებზე და მათ მეგობარ ბიზნესმენებზე:

კომენდანტის საათის ერთადერთი “გაპრავება” მთავრობიდან იყო ის, რომ გვიან ღამით საქეიფოდ ივლის ხალხიო. ოცნების ლიდერებზე, მათი ოჯახის წევრებზე და მათ მეგობარ ბიზნესმენებზე ეს არ ვრცელდება?!

ხალხმრავალი ღრეობა ოცნების დეპუტატის ვილაში, გუშინ რაც ვნახეთ, მათთვის მოსულა და “უბრალო მოკვდავებისთვის” არა?! ან რა გექეიფება, თან 23 თებერვალს ამ კრიზისის და დაპირისპირების ფონზე?!

იმავე 23 თებერვალს, ოპოზიციის წარმომადგენლები ფასილიტატორ ელჩებს ვხვდებოდით საღამოს. უცნობი იყო ზუსტად როდის დამთავრდებოდა შეხვედრა. საშვის დაშვებაზე სისხლი გაგვიშრეს! ნახევარ საათიან საშვს მოგცემთ ან 21.00 დან 21.30 მდე, ან 22.00 დან 22.30 მდეო. დიდი ჩხუბის და ვაჭრობის მერე ერთსაათიანი მოგვცეს 21.00 დან 22.00 მდე. არც საქეიფოდ ვითხოვდით არც გასართობად. საქმისთვის და მოლაპარაკებისთვის.

აი ეს არის ორი პარალელური რეალობა!

და ოცნების მუშკეტერებმა რაო? არ თქვეს რამე მშობლიური პარტიის და ლიდერების დასაცავად? ეტყობა ჯერ ვაქცინა რომ ვერ შემოიტანეს მაგის “გაპრავებას” და სქემების დალაგებას უნდებიან,” – წერს სერგო ჩიხლაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?” –...

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერთგვარ ანალიზს აკეთებს და პროპაგანდის...

მიხეილ სააკაშვილი: “ნუ დაემსგავსებით მოროშკინას”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ოპონენტებისადმი: "მე ჩემი დღევანდელი...

“რა საფრთხეებს შეიცავს მევახშესთან აღებული ვალი და რაშია გამოსავალი” – გიორგი კეპულაძე

"წინა კვირას ზუგდიდში კიდევ ერთი ოჯახი გამოასახლეს მევახშესთან აღებული...

“ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...