პარასკევი, ივლისი 4, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკაკლიმატის ცვლილება ჩვენი პლანეტის გადახურების პროცესია - დაცული...

კლიმატის ცვლილება ჩვენი პლანეტის გადახურების პროცესია – დაცული ტერიტორიების სააგენტოს კვლევა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კვლევა იძლევა შემდეგი დასკვნის საშუალებას – კლიმატის ცვლილება ჩვენი პლანეტის გადახურების პროცესია. ადამიანის საქმიანობამ დედამიწა დაახლოებით 1°C–ით გაათბო, რაც დიდ გავლენას ახდენს ადამიანებსა და ბუნებაზე მთელს მსოფლიოში.

ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ ჩაატარა საქართველოს მოსახლეობის კვლევა, შეისწავლა რა ვიცით კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით და როგორ ვიქცევით ამ პროცესის შესარბილებლად.

დაცული ტერიტორიების სააგენტო ვუერთდებით და მხარს ვუჭერთ ამ წამოწყებას კამპანიით „გაიგე მეტი კლიმატის ცვლილების შესახებ“. ერთად გავიგოთ და ვიზრუნოთ როგორ შევამსუბუქოთ კლიმატის ცვლილების გავლენა.

 

გაეცანით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ჩატარებული კვლევის ძირითად მიგნებებს:

რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა კლიმატის ცვლილების შესახებ
2020 წელი

წინამდებარე კვლევა წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის პირველი ფართომასშტაბიანი გამოკითხვის შედეგებს კლიმატის ცვლილების შესახებ.

კვლევის შედეგები ეყრდნობა 1,100 პირისპირ ინტერვიუს, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში 2020 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ჩატარდა.

ძირითადი მიგნებები:

  • გამოკითხულთა 97.6%-ს სმენია კლიმატის ცვლილების შესახებ.
  • მოსახლეობის 91.35% მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება რეალური პროცესია, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს დედამიწაზე.
  • რესპონდენტების 25.9% თვლის, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების მართვას საერთაშორისო ორგანიზაციები შეძლებენ.
  • გამოკითხულთა უმრავლესობა (57.9%) მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება უფრო მეტად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვიდრე საერთაშორისო ტერორიზმი და შეიარაღებული კონფლიქტები.
  • მოსახლეობის 36.19% თვლის, რომ ვერაფერს გააკეთებს კლიმატის ცვლილების დასაძლევად (მათ შორის, ქალები: 41.4% კაცები: 30.1%).
  • გლობალურ დათბობა და გვალვები (96.11%), ბუნებრივი კატასტროფები (92.84%) და
  • მყინვარების დნობა და ოკეანეებში ყინულის ფენების შემცირება (91.83%) წარმოადგენს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს საქართველოს მოსახლეობის აზრით.
  • გამოკითხულთა 86.7%-მა იცის, რომ ენერგოეფექტურობის ზომებს გატარების შედეგად მისი ხარჯები შემცირდება, ხოლო 7.9% თვლის, რომ ენერგოეფექტურობის ზომებს გატარების შედეგად მისი ხარჯები არ შეიცვლება.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“გახარია გაიქცა, სალომე თავისუფალია!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ბონდო მძინარაშვილის ირონიული...