ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალინიკანორ მელია, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების...

ნიკანორ მელია, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, გენერალურ პროკურატურაშია დაბარებულია

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, დაბარებულია ნიკანორ მელია. ამის თაობაზე უწყება განცხადებას ავრცელებს:

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის 1 ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ მასზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკისრებული – ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა , რამაც პრაქტიკულად გამორიცხა მის მიმართ კანონმდებლობით დაკისრებული, სამართლებრივად სათანადო ქცევის უზრუნველმყოფი გარანტიების არსებობა. შესაბამისად, პროკურატურის შუამდგომლობით მოთხოვნილ იქნა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ, გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს იმავე განჩინებით, ნიკანორ მელიას გირაოს გაზრდილი ოდენობის – 40 000 ლარის – გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ასევე მას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გირაოს თანხის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ ბრალდებულს, მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს შეუძლია გირაოს უზრუნველსაყოფად შეიტანოს როგორც ფულადი თანხა, ასევე – ამ თანხის ექვივალენტური უძრავი ქონება. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ ნიკანორ მელიას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც საკმარისია გირაოს უზრუნველსაყოფად, ასევე მის მიერვე 2020 წლის 31 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, დეკემბერში გააჩნდა საკმარისი თანხა გირაოს უზრუნველსაყოფად, ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიების პირობა არ შეასრულა და გირაოს თანხა – 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, არ გადაიხადა, ასევე არ უზრუნველყო გირაო თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნიკანორ მელიასთან გაფორმდება ოქმი, რომლის მიხედვითაც მას გირაოს თანხის გადასახდელად მიეცემა დამატებით ერთკვირიანი ვადა. ასევე განემარტება, რომ გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან თუ იგი გირაოს თანხას ექვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე,” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება...

საქართველოს პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია "საქართველოსთვის"...

“ძალიან მალე ქართველი ხალხი ჩამოიცილებს რუსულ ხელისუფლებას და მათე თავისუფალი იქნება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდაჭერას უცხადებს საპროტესტო აქციების...

“როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება” – კახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს...

პაატა მანჯგალაძე: “გიორგი ვაშაძის პროცესი, ეს არ არის სასამართლო, ეს არის ფარსი”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესებს ეხმაურება პარტიის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...