spot_img
მთავარიჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკასერგო ჩიხლაძე: "არსებული პირველადი ჯანდაცვის მოდელი ვერ პასუხობს...

სერგო ჩიხლაძე: “არსებული პირველადი ჯანდაცვის მოდელი ვერ პასუხობს ვერცერთ საჭირო კრიტერიუმს”

ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ პირველადი ჯანდაცვის რგოლში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს უწყებას, სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” წევრი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი სერგო ჩიხლაძე.

“პირველადი ჯანდაცვის რგოლში არსებული გადახდის ჩამოყალიბებული მექანიზმები არ არის სამართლიანი და მორგებული ჯანმრთელობის რისკებზე, ასაკობრივ ჯგუფზე, ოჯახის ექიმის დაფარვის ზონაზე, ოჯახის ექიმთან დარეგისტრირებული ადამიანების რაოდენობაზე და სხვა სამედიცინო-სოციალურ კრიტერიუმებზე.

არსებული ფინანსური  მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ გეგმური ამბულატორიის კომპონენტზე გაწეული ხარჯების პროდუქტიულობას. დაუსაბუთებელია და ყოვლად აბსურდულია 1 მოსარგებლეზე/პაციენტზე გამოყოფილი კაპიტაციური მეთოდით გათვალისწინებული ფასების კალკულაცია და წარმოშობა (1 ლარი და 93 თეთრი). ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ დაასაბუთა, თუ რა გათვლებზე დაყრდნობითაა ეს თანხა გამოყვანილი 1 ბენეფიციარზე. შესაბამისად, მოვითხოვთ რომ დაუყოვნებლივ გადაიხედოს არსებული ფინანსური სქემები და მოდელები.

სერიოზული პრობლემაა ბენეფიციართა ექიმთან რეგისტრირების პროცესი და  პაციენტების საშუალო მაჩვენებელი თითოეულ ოჯახის ექიმთან მიმართებაში. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება 1 ექიმზე 2000 პირს (ზოგიერთ უბანზე 6-10 ათასს აღწევს), რაც არ მოდის თანხვედრაში საერთაშორისო პრაქტიკასთან.

არ ხდება სამედიცინო პერსონალის უწყვეტ განათლებაზე ზრუნვა, რაც აუარესებს მიწოდებულ ხარისხს და ზრდის სხვადასხვა ექიმ სპეციალისტებთან გადამისამართების რიცხვს და შესაბამისად ჯიბიდან გადახდის ოდენობას.

ყველაფერ ამის ფონზე სამინისტრო არ ითვალისწინებს არც საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, არც თავის მიერვე დაქირავებული ძვირადღირებული კომპანიების (Global Alliance) მიერ, ჯერ კიდევ 2016 წელს, დადებულ დასკვნებს და რეკომენდაციებს, რომელშიც მილიონობით ლარი აქვს გადახდილი. არანაირი რეაგირება არ მოყოლია არც სახელმწოფო აუდიტის მიერ გამოვლენილ ნაკლოვანებებს და რეკომენდაციებს, და რა თქმა უნდა, სამინისტროს არ აინტერესებს არც ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციების და სპეციალისტების აზრი. ჯანდაცვის სამინისტროს ეს არაპროფესიონალიზმი და გულგრილობა კი მძიმე ტვირთად აწვება ჯანდაცვის სისტემას და შედეგად ვიღებთ გაუარესებულ ხარისხს, ჯიბიდან გადახდის მაღალ მაჩვენებელს, ჰოსპიტალური სექტორში  ხარჯების მატებას, სახელმწიფოს მხრიდან დავალიანებებს, მრავალმილიონიან დაჯარიმებებს და სასამართლო დავებს სახელმწიფოსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის.

ჩვენს გუნდს გააჩნია კონკრეტული ხედვა თუ როგორ უნდა განვითარდეს პირველადი ჯანდაცვის სფერო და მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაიწყოს ამ დარგის სწრაფი რეფორმირება და ამასთანავე, უზრუნველყოფილი იქნას ამ პროცესის გამჭირვალობა და საზოგადოების და სპეციალისტების ჩართულობა” – აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო...

„ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“თითქმის ყველა, ვისაც ახლა ეროვნულ პოლიტიკურ სცენაზე ვხედავთ, ან გაქრება, ან პოლიტიკურ პერიფერიად იქცევა....

ფილოლოგი, პოლიტიკოსი ვასილ ბარნოვი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან...