spot_img
მთავარიCOVID 19ცესკომ 26 ოქტომბრის შემდეგ თვითიზოლაციაში გადასულ მოქალაქეებს კონსტიტუციური...

ცესკომ 26 ოქტომბრის შემდეგ თვითიზოლაციაში გადასულ მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლება შეუზღუდა – ალიკა კუპრავა

მოქალაქეებს, რომლებიც თვითიზოლაციაში 26 ოქტომბრის შემდეგ გადავლენ, ცესკომ კონსტიტუციური უფლება ჩამოართვა – ამის შესახებ „სამოქალქო პლატფორმა 20/20“-ის წარმომადგენელმა, იურისტმა ალიკა კუპრავამ განაცხადა.

მისი თქმით, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული პროტოკოლი, რომელიც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას ეხება, კონსტიტუციურ უფლებას უზღუდავს 26 ოქტომბრის შემდეგ თვითიზოლაციაში ან სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებულ მოქალქეებს.

პროტოკოლის თანახმად ის ადამიანები, რომლებიც 26 ოქტომბრის 20:00 საათის შემდეგ, შესაბამისი უწყებების რეკომენდაციით, გადავლენ თვითიზოლაციაში, მოკლებულნი იქნებიან შესაძლებლობას, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით მიმართონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს, რაც მათი კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესაძლებლობის ჩამორთმევას წარმოადგენს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების პირობებში, 26 ოქტომბრის 20:00 საათიდან 31 ოქტომბრამდე, თვითიზოლაციაში გადასულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ, შესაძლოა რამდენიმე ათეულ ათას ამომრჩეველს მიაღწიოს,“- განაცხადა კუპრავამ.

მისივე თქმით, ცესკომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს ყველასთვის. მათ შორის თვით იზოლაციაში 26 ოქტომბრის შემდგომ გადასული პირებისთვის.

19 ოქტომბერს ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიმუშავა პროტოკოლი, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას სანიტარიულ-ჰიგიენური წესების სრული დაცვით უზრუნველყოფის შესახებ. ცესკომ თითოეულ მუნიციპალიტეტში, საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში დღეის მდგომარეობით შექმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი და გამოაცხადა კონკურსი სპეციალური უბნების დაკომპლექტების მიზნით. აღნიშნულ უბნებზე, სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით. ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, აქვთ შესაძლებლობა ზეპირი განცხადებით მიმართონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის 20:00 საათის ჩათვლით.

ინფორმაციას „სამოქალქო პლატფორმა 20/20“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის ხალხის მისვლა 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა შეურაცხყოფაა…” – ლაშა ბუღაძე

9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მმართველი გუნდის ლიდერების მისვლას, სოციალურ...

თბილისში ახალი კულტურული სივრცე “სკენე” იხსნება

თბილისში, „ქარვასლას“ შენობაში ღვინის ქართული თეატრი „სკენე“ 17 აპრილს...

“იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ოპოზიციას დასკვნების გამოტანას სთავაზობს…” – ნიკა გვარამია

უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, ქართული ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ ცალკეულ...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...