spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"ჩვენ გვჭირდება თავისუფალი, ავტონომიური სკოლა" - ნანა ტოხვაძე

“ჩვენ გვჭირდება თავისუფალი, ავტონომიური სკოლა” – ნანა ტოხვაძე

პოლიტიკურმა პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და განათლების სფეროს წარმომადგენლებმა, საქართველოს განათლების შესახებ, ეროვნული თანხმობის დეკლარაციას ხელი მოაწერეს.

ამ თემაზე საინფორმაციო სააგენტო „პარალელთან“ კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა ტოხვაძემ:

 

  • რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების შესახებ ეროვნული თანხმობის დეკლარაცია?

– დოკუმენტი არის მრავალთვიანი მუშაობის შედეგად მიღებული, რაც მთავარია იძლევა თანამშრომლობის გარანტიას, რომ განათლებაში ნებისმიერი ცვლილება აუცილებლად უნდა განხორციელდეს, მას შემდეგ, რაც განათლების სფეროს ექსპერტების, პედაგოგების და მასწავლებლების ჩართულობის შედეგად მიიღება.

ამ ეტაპზე, განათლების სათანადო სისტემის არ არსებობა, გამოწვეულია იმით, რომ ყოველთვის რეფორმა მიდიოდა მშობლის, მასწავლებლის, სკოლის ადმინისტრაციის და დირექტორის აზრის გათვალისწინების გარეშე, ეს მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს და რაც მთვარია ჩვენ გვქონდა შანსი, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების მთავარი პრობლემა, დეპოლიზაცია, დეცენტრალიზაცია და განათლების მოდერნიზება ამ დოკუმენტში მოგვექცია, სწორედ დარგის სპეციალისტებთან და  სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად.

 

  • რა ძირითადი პრობლემებია შესაცვლელი განათლების მიმართულებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ?

– ყველაზე დიდი პრობლემა, ამ ეტაპზე რაც იკვეთება, არის პოლიტიკური წნეხი, დირექტორების და მასწავლებლების მიმართ, როგორც წესი ეს ადამიანები გამოყენებულნი არიან წინა საარჩევნო ბერკეტად და ისინი, ყოველთვის ექცევიან სახელისუფლებო გუნდის ზეწოლის ქვეშ, პოლიტიკური მანკიერი პრაქტიკა უნდა დამთავრდეს საქართველოში, მასწავლებელი უნდა იყოს თავისუფალი და მათ მიმართ განხორიცელებული, დღევანდელ დღემდე არსებული ყოველგვარი ექსპერიმენტები უნდა დამთავრდეს, ჩვენ გვჭირდება თავისუფალი, ავტონომიური სკოლა, ფინანსური თუ მმართველობითი კუთხით და რაც მთვარია, მასწავლებელი უნდა იყოს პასუხისმგებელი ბავშვის, მოსწავლის შედეგზე და არა არჩევნების მოგებაზე, ამა თუ იმ პოლიტიკური გუნდის მიერ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

“უკეთესს რომ იმსახურებს, ეს რეჟიმის თავგადაკლულმა მომხრემაც იცის – მასთანაც კი რეზონირებს” – თამარ...

"ოპოზიციის ალიანსის" საზაფხულო კამპანიის სლოგანთან - "საქართველო იმსახურებს უკეთესს"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...