spot_img
მთავარიCOVID 19"ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოწურვადია და ეს არის ყველაზე...

“ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოწურვადია და ეს არის ყველაზე დიდი რისკი” – გიორგი გახარია

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა განცხადება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მატებასთან დაკავშირებით და ისაუბრა იმ ვითარებაზე, რომელიც  ქვეყანაში არსებობს კოვიდინფექციის გავრცელების კუთხით:

„ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გადავდგით ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით. ვაგრძელებთ ეკონომიკის, განათლების სისტემის მუშაობას. მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი და შესაბამისად, არანაირი საფუძველი და სურვილი არ გვაქვს შევზღუდოთ ეს პროცესი. თუმცა, მეორეს მხრივ ეს იწვევს იმას, რომ ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. სხვანაირად, ეს ყველაფერი იქნება უკიდურესად რთული სამართავი“, – განმარტავს გიორგი გახარია სხდომაზე

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ მიუხედავად სახელმწიფოში ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობისა, მათ სწრაფი გავრცელების მართვასთან  დაკავშირებით ჯერჯერობით პრობლემები, თუმცა ამბობს, რომ  ჯანდაცვის სისტემის რესურსი არ არის შეუზღუდავი. შესაბამისად, მან ყურადღება გაამახვილა აჭარის რეგიონზე და ხანდაზმული ადამიანების ზრუნვაზე. გიორგი გახარიამ მოუწოდა მათ სახლში დარჩენისკენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გავრცელებიდან რვა თვე გავიდა, თანამედროვე მსოფლიომ ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ. ისევ პირბადე, ისევ დისტანცია, ისევ დიდი რაოდენობით არასაჭირო სოციალური თავშეყრებისგან თავის არიდება და ა.შ. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე ვართ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა დავიცვათ ეს წესები. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოწურვადია და ეს არის ყველაზე დიდი რისკი. ის წარმატება, რომელიც, ჩვენ პირველი ტალღის და პირველ ეტაპზე გვქონდა, გავიმეოროთ, ამისათვის საჭიროა ამ სამმა კომპონენტმა იმუშაოს ერთად: მოქალაქემ, სახელმწიფომ და დაწესებულებებმა. ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს, რადგან, რასაც ვხედავთ, მსოფლიოში ინფიცირების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაუფიქრებლად რაღაც შეზღუდვები უნდა შემოვიღოთ. ამას არ ვაპირებთ, ასეთი აუცილებლობა და საჭიროება არ არსებობს. ჩვენ ვმართავთ პროცესს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეფექტური მართვის ის შედეგები, რომლებიც ჩვენ აქამდე გვქონდა, გავაგრძელოთ და მეტ ეფექტიანობაზე ვიფიქროთ“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია

ცნობისთვის, კორონავისურით ინფიცირებულთა ბოლო მონაცემებით, დაფიქსირებულია 578 ახალი შემთხვევა, აქედან 416 პაციენტი აჭარაში გამოვლინდა. სულ გარდაცვლილია 54 კოვიდინფიცირებული.

ავტორი
ნინი შავლაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უმნიშვნელოვანესია მამუკა მდინარაძის დაბრუნება საჯარო პოლიტიკაში. იგი ნამდვილად დააკლდა საჯარო სივრცეს” – არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე მმართველ გუნდში...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...