ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჯერ-ჯერობით ეს არის ჩვენი მხრიდან რბილი პროტესტი" -...

“ჯერ-ჯერობით ეს არის ჩვენი მხრიდან რბილი პროტესტი” – ანა ტრაპაიძე

თბილისის მერიასთან, „დიღმის ჭალების“ გადარჩენის მოთხოვნით, ადგილობრივი მოსახლეობისა და გარემოსდამცველთა ინიციატივით დაგეგმილ აქციაზე, საინფორმაციო სააგენტო „პარალელთან“ კომენტარი გააკეთა „დიღმის ჭალების“ გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის წევრმა ანა ტრაპაიძემ:

ჩვენი მთავარი მოთხოვნებია, რომ მერმა საჯაროდ აღიაროს „დიღმის ჭალებში“ არსებული პრობლემა, ერთხელ და საბოლოოდ დაუსვას წერტილი და ნუ იქნება „სირაქლემის პოზაში“. გარდა ამისა, მან უნდა დადოს საჯარო პირობა, რომ დიღმის ჭალების მთელ ტერიტორიას გაუმკაცრდება ზონალური სტატუსი, გახდება ლანდშაპტურ-სატყეო, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერავინ გაბედავს კანონდარღვევის ჩადენას მომავალში, არ მოხდება ამ ტერიტორიის გასხვისება და პროვატიზაცია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მეორე მოთხოვნა არის, რომ მთელი ტერიტორიისთვის ექსპერტებთან ერთად მომზადდება კვლევები და რეაბილიტაციის გეგმა, მის განხორციელებაში ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობა ინტენსიურად მივიღებთ მონაწილეობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩავატარეთ არაერთი საინფორმციო კონფერენცია და მოვიწვიეთ ყველა პოლიტიკოსი, მერიის არცერთი წარმომადგენელი არ მოსულა და არ გარკვეულა საკითხებში, შესაბამისად მათი პოზიცია უცნობია ჩვენთვის.

რა თქმა უნდა ამ აქციებმა გამოიღო შედეგი, იმიტომ რომ ჩვენ მივაღწიეთ კარიერის გაჩერებას, შევაჩერეთ ნაგვის შეტანა, მაგრამ მთავარი პრობლემაა, რომ ეს საკითხი არის გამოუძიებელი  და ტერიტორია რჩება დაბინძურებული, სავალალო მდგომარეობაში. არავინ ამბობს, რომ ოდესმე რამე ეშველება, რაც ძალიან გვაწუხებს.

გასათვალისწინებელია, რომ ეს არის დატბორვითი არეალი, იქ იყო სპეციალური ღრმულები გაკეთებული, ტბორები მოწყობილი, სადაც მტკვარი უნდა გადმოსულიყო და ამით აეცილებინა დიდი საფრთხე თბილისისთვის. ახლა მივიღეთ ამაღლებული კალაპოტი სამშენებლო ტოქსიკური მასალებით, რომელიც ჩვეულებრივ შემთხვევაში წყალთან ერთად ქალაქში მიედინება, ხოლო წყალმოვარდნის შემთხვევაში ძალიან დიდი რისკია, რომ წყალმა წაიღოს ეს და ჩახერგოს ქალაქის მასშტაბით ან მიმდებარე მუნიციპალიტეტებში, რაც გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს.

ჯერ-ჯერობით ეს არის ჩვენი მხრიდან რბილი პროტესტი, ჩვენთან გადის გლდანი-დიდი დიღმის შემაერთებელი მაგისტრალი, შევეცდებით, რომ გადავკეტოთ და ამით მივიქციოთ ყურადღება. ბევრი საშუალება გვაქვს, რათა კიდევ უფრო მეტად ხმაურიანი იყოს ჩვენი პროტესტი, ახლა კი ჩვენ აქ ვართ მოსული დიალოგისთვის, პასუხების მისაღებად. გვინდა ვიცოდეთ რა იქნება შემდეგ, ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა დღეს, შემდეგში უკვე ვისაუბრებთ სხვანაირად“, – განაცხადა ანა ტრაპაიძემ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ნინო ჯანგირაშვილი: “მე ვიცი ბოლოს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ სცენარზე საუბრობს,...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...

“მუნიციპალური არჩევნების მიმართ ოპოზიციურ პარტიებს შეიძლება ჰქონდეს სამი მიდგომა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“ივანიშვილის ფულის გამო ადამიანებს სხვა ქვეყნებიდან იტაცებენ” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრია დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სტატუსს აქვეყნებს, სადაც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...