ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩაკეტილი საზღვარი ნიშნავს, კიდევ არაერთ დაკეტილ ობიექტს" -...

“ჩაკეტილი საზღვარი ნიშნავს, კიდევ არაერთ დაკეტილ ობიექტს” – თამთა შამათავა

პოლიტიკურმა პარტიამ ‘’სტრატეგია აღმაშენებელი’’ ეკონომიკური გადარჩენის ექვსთვიანი გეგმა წარმოადგინა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი თამთა შამათავა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მხრიდან უკანონოდ გაცემულ სუბსიდიებსა და საზღვრების ჩაკეტვით გამოწვეულ ფინანსურ დანაკარგებზე.

„ეფექტურმა მენეჯმენტმა“ ტურისტულ სექტორში დაგვანახა, რომ ყოველდღიურად ათი ათასობით ადამიანი კარგავს სამუშაო ადგილს. ჩაკეტილი საზღვარი ნიშნავს, კიდევ არაერთ დაკეტილ ობიექტს. ქუჩებში დაინახავთ წარწერებს, – დაკეტილია, ქირავდება, იყიდება.  მოსახლეობამ შემოსავალი დაკარგა, საუბარია ორასი ათასზე მეტ ადამიანზე. რას აკეთებს ‘’დამსხვრეული ოცნებების’’ პარტია და გახარია?! პრემიერმა განაცხადა, რომ  დაასუბსიდირებდნენ ტურისტულ სექტორს, სასტუმროების მეპატრონეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ამასთან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასცემდნენ სუბსიდიას.

რეალურად სუბსიდირება მიიღეს კომპანიებმა: ყვარლის ედემმა და ზიმომ. საყურადღებოა, რომ ისინი არიან მმართველი პარტიის შემომწირველები და მათზე გაიცა მილიონობით ლარი. შესაბამისად, აღნიშნულმა  კომპანიებმა წინასაარჩევნოდ კვლავ ‘’ქართულ ოცნებას’’ ჩაურიცხეს თანხა. ხელისუფლებაში, ოთხი ათასზე მეტი განაცხადი შევიდა დახმარების მოთხოვნით და მათგან ორი ათასზე მეტი დაახარვეზეს, განაცხადის არასწორად შევსების მიზეზით. ეს არის პასუხი?! შესული განაცხადებიდან კი დააკმაყოფილეს  519, თუმცა მათი დიდი ნაწილი ისევ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანია. მაგალითად, ზაქარია ქუცნაშვილი, გავრილოვის ღამის ერთ-ერთი შემოქმედი და კომპანიები, რომლებიც ტენდერებს არ იგებენ, მაგრამ კონტრაქტებს კონკრეტულ პირებთან მოლაპარაკებების გზით აფორმებენ. მათ შორის, ერთი, 19 მილიონიანი კონტრაქტია. სწორედ ასეთი კომპანიები მოხვდნენ გახარიას მიერ შერჩეულ 519 განაცხადში. ეს უნდა დავასრულოთ!

‘’სტრატეგია აღმაშენებლის’’ გუნდი ჯერ კიდევ აპრილის თვიდან ვითხოვთ, საზღვრების გახსნას კოვიდ პასპორტით. პეტიციაც შევიმუშავეთ, სადაც რამდენიმე ათასმა ადამიანმა დააფიქსირა აზრი და შემოგვიერთდა. სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ ესმის ხალხის ხმა. სწორედ ამიტომ, 31 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ ‘’დამსხვრეული ოცნებების’’ პარტია,’’ – განაცხადა თამთა შამათავამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს განცხადება

საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, გაცნობოთ, რომ რძე და...

“როდიონოვის ღირსეული მემკვიდრეები არიან‼️” – ელისო კილაძე მმართველ პარტიაზე

"ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე 36 წლის წინანდელ...

“არანორმალურად დიდი ერთიანობა გვჭირდება იმისთვის, რომ რეჟიმს მოვერიოთ!!!” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...

“სადღაც მაინც არ წუწუნებს ხმადაბლა და მოგუდულად, რა სი*ობაზე მაკანტურებინებენ თავსო?” – დავით ზურაბიშვილი

რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ხელისუფლების მომხრეების მიმართ,  მძიმე შეფასებებთან ერთად,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ივანიშვილი წლებია ერთი და იგივე სვლებით მოძრაობს – მისი ბუტკის მთავრობაში თავისი სანდო კადრი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“რა უცნაურია ეს ცხოვრება. მთელი დღეა, გოგა ხაინდრავას დედის გინება მიდის, ექსკლუზიურად ჯაბა იოსელიანის...

საგამოძიებო კომისიაზე გაკეთებული განმარტებების შემდეგ კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას მიმართ...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...