spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებირაც აქ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკონომიკასთან...

რაც აქ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკონომიკასთან მიმართებაში ეს ადამიანები ექსპერიმენტებს ატარებდნენ საკუთარ ქვეყანაში – რომან კაკულია საპარლამენტო ოპოზიციაზე

ეს შემოთავაზებები, რაც აქ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ რამეს, რომ ეკონომიკასთან მიმართებაში ეს ადამიანები ექსპერიმენტებს ატარებდნენ საკუთარ ქვეყნაში. ისინი, დღესაც, ამ გამოსვლებით გვეუბნებიან, რომ ახლა რატომ არ ჩაატარეთ ეს ექსპერიმენტიო. აი ეს იყო მაგათი გამოსვლა, რასაც ჩვენ ვხედავდით“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათელა თურნავას  უსმენდა.

რომან კაკულიას განცხადებით, ხელისუფლებას თავიდანვე რომ არ გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები და ინფიცირების 20 შემთხვევის მაგივრად,  80 – ყოფილიყო, მაშინ ოპოზიცია  ეკონომიკის ჩაკეტვას მოითხოვდა.

მერე გენახათ რა გამოსვლები ექნებოდათ. აი, თქვენ  რომ ზომები მიგეღოთ და დაგეკეტათ ეკონომიკა, მაშინ არ იქნებოდა ასეთი გავრცელება და რამდენ სიცოცხლეს გადავარჩენდითო – მთელი ამათი კამპანია ზუსტად ამაზე იქნებოდა აგებული. დღეს, აქ დისკუსია, სამწუხაროდ, ვერ შედგა და ვერც შედგებოდა. ამიტომ, მე პრინციპში მხარს ვუჭერ იმ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ მიზანმიმართულად, სიფრთხილით მივყევით ყველაფერს. ვამართლებ იმას, რომ ადამიანის სიცოცხლე იყო ნომერი პირველი გამოწვევა. ჩვენს დამოკიდებულებას, განსაკუთრებით, კოვიდის განმავლობაში უპასუხისმგებლობას და გულგრილობას რომ დაარქმევ და ამ ობიექტურობით გინდა წარსდგე საზოგადოების წინაშე, მაგათ სინდისზე იყოს, ვინც ასეთი შეფასება გააკეთა“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ერთი მთავარი ფრაზა ახსენა, რომ „ეკონომიკას ემუქრება, სწორედ,  ვირუსის გავრცელება“.

თქვენ თქვით ერთი მთავარი ფრაზა, რომელიც იმის მიმანიშნებელია, თუ რას ეფუძნებოდა ეკონომიკური პოლიტიკა კოვიდის განმავლობაში და ეს ფრაზა გახლდათ სწორი შეფასება, რაც მხოლოდ თქვენ კი არა, მთელმა მსოფლიომ, ყველა მოწინავე ექპერტმა გააკეთა – რომ ეკონომიკას ემუქრება ვირუსის გავრცელება. ეს არის ანალიტიკოსების მნიშვნელოვანი ფრაზა.  ვინც ეს ფრაზა გაითავისა და ვინც შემდეგ საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკა ამაზე ააგო, ცხადია, ის ხედავდა იმ ნეგატიურ შედეგებსაც, რომელიც  ამას მოჰყვებოდა, მაგრამ აქ ჩვენ, სამწუხაროდ, ვიდექით ორი მძიმე სცენარიდან საუკეთესოს არჩევის წინაშე და ამ გამოწვევას საუკეთესო გამოსავალი, სამწუხაროდ, არ გააჩნდა და ამ მიმართულებით, მე დარწმუნებული ვარ, და ამას ვხედავ არა მარტო მე, არამედ მთელმა მსოფლიომ დაინახა,  რომ ჩვენ სწორი გზით ვიარეთ“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

მისივე შეფასებით, ძალიან სწორი იყო ის სოციალური დახმარების პაკეტიც, რომელიც შემუშავდა და თანმიმდევრული, თავშეკავებული დამოკიდებულება, თუ რა ეტაპზე, როგორ უნდა ჩარეულიყო ხელისუფლება ეკონომიკაში.​

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო...

„ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ციხეში მყოფი პოლიტიკოსი მე არაფერს მმატებს, მხოლოდ მანგრევს და კიდევ უფრო მეტად მაბეჩავებს!” –...

ოპოზიციონერი ლიდერი პოლიტიკოსების მიმართ დაჩქარებულმა სასამართლო პროცესებმა და მოსალოდნელმა...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...