spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნების" კანდიდატების მთავარი პრობლემა ხედვისა და სამოქმედო...

“ქართული ოცნების” კანდიდატების მთავარი პრობლემა ხედვისა და სამოქმედო გეგმის არარსებობაა და არა მათი პროფესია – სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ საარჩევნო სიის პირველ ოცეულს აფასებს და მიაჩნია, რომ ეს ადამიანები აბსოლუტურად მოწყვეტილები არიან რეალობას, რაც დღეს ქვეყანაშია. მათ არ აწუხებთ მოსახლეობის სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა, არ გააჩნიათ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ხედვა. შესაბამისად, პრობლემა მათ ხედვაშია და არა პროფესიაში:

რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება „ქართული ოცნების” სიაში? ყველა პროფესიის ადამიანი შეიძლება იყოს პარლამენტში. არავის არ აუკრძალავს დღეს მოქმედი კანონმდებლობა, რომ, მაგალითად, სპორტსმენი არ შეიძლება იყოს პარლამენტარი. ეკონომისტს, იურისტს, ექიმს, ინჟინერს და საერთოდ ყველა პროფესიის ადამიანს შეუძლია იყოს პარლამენტში. აქ მთავარი და უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მის ქმედებას, თუ რა ხედვა აქვს, ცნობილია თუ არა მისთვის ქვეყანაში არსებული პრობლემები, როგორია მისი გადაწყვეტის გზები და ა.შ. სპორტსმენმა შეიძლება სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ახალგაზრდობის პოლიტიკაზე იზრუნოს და რატომაც არა, იყოს პარლამენტში. მაგრამ ეს ხედვები დღეს მათ არ გააჩნიათ. მათ შესაბამისი სამოქმედო გეგმა არ წარუდგენიათ, არ იციან რა პრობლემებია საქართველოში, არ დაუსახავთ გამოსავლის გზები და სწორედ, აი ეს არის პრობლემა და არა მათი პროფესია,“ – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არ ვიცი რა აბრაკადაბრას აკეთებს ივანიშვილი, მაგრამ კაი ცხოვრებისგან რომ არ აკეთებს, ფაქტია” –...

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალურ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდში მიმდინარე...

“ქართულ ოცნებას” წარმოდგენა არ აქვს რა სჭირდება ქართველ ხალხს” – ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პოლიტიკური შეფასებებით და...

“ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ”, ერთად ვიზრუნოთ ხალხზე და ქვეყანაზე” – თეონა ჭალიძის საქმიანობის 1 წლის...

ოპოზიციონერ პოლიტიკოსმა, წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველების (და არა მარტო)...

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...