spot_img
მთავარირეგიონის ამბებიიმერეთში საგრძნობლად გაიზარდა COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა

იმერეთში საგრძნობლად გაიზარდა COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა

ბოლო 24 საათში იმერეთის რეგიონში გამოვლენილი კორონავირუსის 28 შემთხვევიდან ყველა ქუთაისს უკავშირდება. ინფიცირებულებს შორის არიან ქუთაისის ერთ-ერთი სკოლის 21 თანამშრომელი, რესტორნების ქსელ “ვენდის”-სა და ქუთაისის მერიის ერთ-ერთ აა(ა)იპ-ში დასაქმებული.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა განაცხადა, კონტაქტების აქტიური კვლევა მიმდინარეობს და მათი დიდი ნაწილი მოძიებულია, თუმცა სიფრთხილის ზომების დაცვა აუცილებელია:

ყველა ჩვენთან დადასტურებულ შემთხვევების კონტაქტებზე მიდის აქტიური მუშაობა. შემთხვევების რაოდენობიდან გამომდინარე, დამატებით ჩაერთო იმერეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა ეპიდემიოლოგიური ჯგუფი. ამ 24 საათის განმავლობაში იდენტიფიცირდა კონტაქტების დიდი ნაწილი. თითქმის სრულყოფილად არის იდენტიფიცირებული ყველა კონტაქტი. ზოგი იზოლაციაშია, ზოგი კარანტინშია გადაყვანილი. კვლავ მიმდინარეობს ახლო კონტაქტების კვლევა. გუშინ 80-მდე კვლევა გაკეთდა და დღესაც გრძელდება,” – განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

ცენტრალურ ბულვარში დილიდან მოწყობილია საველე ლაბორატორია, სადაც მსურველებს, კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომის მქონე ნებისმიერ პირს სწრაფი ტესტის გაკეთება შეუძლია.
ეპიდემიოლოგები განსაკუთრებული აქტიურობისკენ იმ პირებს მოუწოდებენ, რომელთაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში აჭარის რეგიონთან ჰქონდათ შეხება.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო ქალაქის ჩაკეტვა არ იგეგმება.

რაც შეეხება საჩხერის სამედიცინო ცენტრს, ადგილზე კოვიდდადებითი 18 პაციენტი ჰყავთ. პაციენტები ძირითადად დასავლეთ საქართველოდან არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

18 პაციენტია მოთავსებული ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, რომელთა შორის 7 ბავშვია. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ შემთხვევაშიც დამაკმაყოფილებელია. საბოლოო ჯამში, იმერეთში ეპიდ-მდგომარეობა გაუარესდა.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...