spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელითანხების უკანონოდ მითვისების ბრალდებით ოთხი პირია დაკავებული

თანხების უკანონოდ მითვისების ბრალდებით ოთხი პირია დაკავებული

საქართველოს პროკურატურამ დააკავა ოთხი პიროვნება, რომელთაც ბრალი ჯგუფურ დანაშაულში თანამონაწილეობაში ედებათ. კერძოდ, მოქალაქეებისგან მოტყუებით უკანონოდ დიდი რაოდენობით თანხების მითვისებაში:

,,პროკურატურამ მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით, ჯგუფურად დაუფლების და მითვისების ფაქტზე – თ.ზ.-ს, ლ.ს.-ს, თ.ჯ.-ს და ლ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს თ.ზ.-მ დააფუძნა შპს „დელუქს ისანი“, რომლის საქმიანობას წარმოადგენდა სამშენებლო ბიზნესი. თ.ზ.-მ 2018 წლის დასაწყისში დაიწყო ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა. თ.ზ.-მ და ლ.ს.-მ 2018 წლის იანვარში, შპს „დელუქს-ისნის“ მთლიანი ქონება დატვირთეს პირველი რიგის იპოთეკით. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, თ.ზ.-მ, ლ.ს.-მ და ლ.ბ.-მ სხვადასხვა მოქალაქესთან გააფორმეს უძრავი ნივთის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებები და დაარწმუნეს ისინი, რომ უძრავი ქონება ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო იყო, რაც წერილობით ხელშეკრულებებშიც მიუთითეს. სინამდვილეში მოქალაქეებთან ხელშეკრულების გაფორმების დროს, აღნიშნული ქონება უკვე იყო პირველი რიგის იპოთეკით დატვირთული. ამასთანავე, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, 2018 წლის ოქტომბრიდან თ.ზ.-მ და ლ.ს.-მ უძრავი ქონება დატვირთეს მეორე რიგის იპოთეკით, რის შედეგადაც, მათ მეორე რიგის იპოთეკარებთან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადები დაარღვიეს. თ.ზ.-მ პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, კომპანია შპს „დელუქს-ისანი“ თავის მეგობარ თ.ჯ.-ზე გაასხვისა.

შპს „დელუქს-ისნის“ ახალმა დირექტორმა თ.ჯ.-მ მინდობილობა გაუფორმა ა.ა,-ს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა მოქალაქესთან აფორმებდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებს, რა დროსაც ერთი და იმავე ბინებს ასხვისებდა, ზოგიერთ სართულზე კი ყიდდა იმაზე მეტ ბინას, ვიდრე რეალურად კომპანიას გააჩნდა. აღნიშნული ქმედებით ა.ა. მოტყუებით დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ხოლო შპს „დელუქს ისნის“ დირექტორმა თ.ჯ.-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა საზოგადოების კუთვნილი 336 820 ლარი.

სამართალდამცველებმა თ.ზ., ლ.ს. თ.ჯ. და ლ.ბ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 27 და 28 აგვისტოს დააკავეს.

პროკურატურამ თ.ზ.-ს, ლ.ს.-ს და ლ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით) და თ.ჯ.-ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვე პუნქტებით (მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარუდგინა. ა.ა.-ს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით) 2020 წლის 11 ივლისს და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

პროკურატურა ბრალდებულების – თ.ზ.-ს, ლ.ს.-ს, თ.ჯ.-ს და ლ.ბ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღესვე მიმართავს,“- ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

ავტორი
თამუნა მახარაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი” – ეკა კუპატაძე

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს...

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...