კვირა, აპრილი 20, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშატილში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი ქალბატონის სასიცოცხლო...

შატილში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი ქალბატონის სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება მედიკამენტოზური ჩარევით ხდება – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განცხადება გააკეთა შატილის ავარიის დროს დაშავებული სამი ქალბატონის მდგომარეობის თაობაზე. მისი თქმით, სამივე ქალბატონის მდგომარეობა კრიტიკულია და მათი სასიცოცხლო მაჩვენებლები მედიკამენტოზური ჩარევით ნარჩუნდება:

გუშინ შემოიყვანეს სამი ქალბატონი, რომლებიც გადმოყვანილები არიან ავარიის ადგილიდან. მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, არის კრიტიკული, ორი მათგანის განსაკუთრებით. აღენიშნებათ უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა, სასწრაფო წესით შეყვანილ იქნენ საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. მესამე ქალბატონის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, შედარებით სტაბილურია, დანარჩენ ორს უტარდება კვლევები და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ.

ამ მომენტისთვის სამივე მათგანთან არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები. სამივე მათგანთან არის პოლიტრავმა და მათი მდგომარეობა ფასდება კრიტიკულად, ვინაიდან კლინიკურად სახეზეა პოლიტრავმის შედეგად გამოწვეული ყველა გართულება. ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ამ ეტაპამდე ნარჩუნდება მედიკამენტური გზით.

რაც შეეხება მათი მდგომარეობის პერსპექტივას, ამ ეტაპისთვის, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, ვინაიდან სამივე მათგანის შემთხვევაში, ტრავმამ გამოიწვია სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა.

მათი საშუალო ასაკი არის 25 წელი, სახელებისა და გვარების იდენტიფიკაციისგან კი თავს შევიკავებ.

ორ პაციენტთან მიმდინარეობს ოპერაციული ჩარევა, ვინაიდან განვითარდა შინაგანი სისხლდენა, ერთი პაციენტი კი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სამივე მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიზისულია,“ – განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

ავტორი
თამუნა მახარაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცი რომ წაშავდება მერე რას აპირებთ?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოების კონკრეტულ ნაწილს,...

“კომისიის სახედ შეარჩიეს ზიზღის ჯგუფის ლიდერი ქალბატონი, რომელიც სძულს არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ დარჩენილი ქოცების...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს "ქართული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...